დღეს მუსიკალური ათწლედის დირექტორის, მუსიკოსის, ნოდარ ჟვანიას დაბადების დღეა.
ნოდარ ჟვანია 1945 წლის 26 მარტს დაიბადა.
ჟვანია სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის წევრია. წლების მანძილზე მოღვაწეობდა გერმანიის ქ. ინგოლშტატის ქართულ კამერულ ორკესტრში. როგორც სოლისტი, გამოდის კამერულ ორკესტრებთან ერთად, ამასთანავე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას.
ნოდარ ჟვანია ბუდაპეშტის ლეო ვაინერის სახელობის კვარტეტების საერთაშორი¬სო კონკურსის ლაურეატია. საკონცერტო მოღვაწეობისა და საკვარტეტო ხელოვნებაში განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისათვის მინიჭებული აქვს შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიები, საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდება და ღირსების ორდენი.
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს მას დაბადების დღეს. ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს უსურვებს!"
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)