„ევროპარლლამენტარებს ვურჩევ - თუ თქვენთვის ადამიანის უფლებები მართლა ასე ღირებულია, მაშინ, მერაბიშვილის მონახულებას, აჯობებს, ის ადამიანები მოინახულოთ, რომლებსაც წლების განმავლობაში აწამებდა და აუპატიურებდა ნაცების რეჟიმი, ის ადამიანები მოინახულეთ, რომლებსაც მერაბიშვილმა, სააკაშვილმა და მათნაირებმა არათუ წონაში დააკლებინეს, არამედ, ცხოვრება დაუმახინჯეს, დაავადმყოფეს და უარეს შემთხვევაში სიცოცხლეს გამოასალმეს" - ეს განცხადება ედუარდ შევარდნაძემ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. საქართველოს ექს პრეზიდენტის აზრით, ევროპარლამენტარებმა განცხადებების გაკეთებამდე კარგად უნდა დაფიქრდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი საქციელის შერცხვებათ - „პატივცემულო ევროპარლამენტარებო, იმედი მაქვს, ამ ნაწამებ ადამიანებს შეხვდებით და ამის შემდეგ აღარ მისცემთ თავს უფლებას, ქართველ ხალხს უთხრათ, რომ ვანოს წონის გამო შეშფოთებულები ხართ! დრო მოვა ამის გამო შეგრცხვებათ!" - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.