reportiori.ge - იგავი სიკეთეზე - გასცე ყველაფერი, რაც გაქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 14:34
სხვადასხვა
იგავი სიკეთეზე - გასცე ყველაფერი, რაც გაქვს
ავტორი:
11 აპრილი, 2015. 12:54



მაღაზიის გამყიდველი დახლის უკან იდგა და დაბნეულად იყურებოდა ქუჩაში, როდესაც პატარა გოგონა ვიტრინას მიადგა. როცა გოგონამ დაინახა, რასაც ეძებდა, აღფრთოვანებისგან თვალები გაუბრწყინდა, მაღაზიაში შევიდა და ფირუზის მძივი მოითხოვა.

- ჩემი დისთვის მინდა. შეგიძლიათ, ლამაზად შემიფუთოთ? - იკითხა მან.

გამყიდველმა გოგონას ეჭვით შეხედა:

- ფული რამდენი გაქვს?

გოგონამ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, გადმოაბრუნა და დახლზე ხურდა დაყარა. თან იმედიანად იკითხა:

- საკმარისია?

იქ მხოლოდ რამდენიმე მცირე მონეტა იყო. გოგონამ ამაყად გააგრძელა:

- იცით, მე მინდა გავუკეთო საჩუქარი დას. მას შემდეგ, რაც დედაჩვენი გარდაიცვალა, უფროსი და ზრუნავს ჩვენზე, საკუთარი თავისთვის კი დრო არ რჩება. დღეს დაბადების დღე აქვს და დარწმუნებული ვარ, გაუხარდება ასეთი მძივი. ძალიან მოუხდება მის თვალის ფერს.

მამაკაცმა პატარა კოლოფი მოიტანა, შიგ ფირუზის მძივი ჩადო, შეფუთა და ბაფთა დაამაგრა.

- აიღე და ფრთხილად წაიღე! - უთხრა გოგონას.

გოგონა შინისკენ გაიქცა. სამუშაო დღე სრულდებოდა, როცა იმავე მაღაზიის ზღურბლი ახალგაზრდა ქალმა გადაკვეთა. მან ნაცნობი კოლოფი დახლზე დადო, შესაფუთ ქაღალდთან და ბაფთასთან ერთად.

- ეს მძივი აქ იყიდეს? რა ღირდა?

- ნებისმიერი ნაკეთობის ღირებულება ჩვენს მაღაზიაში კონფიდენციალურად თანხმდება ჩემსა და კლიენტს შორის, - უპასუხა მაღაზიის მეპატრონემ.

- კი მაგრამ, ჩემს დას მხოლოდ რამდენიმე მონეტა ჰქონდა. მძივი კი ნამდვილი ფირუზისაა და ძალიან ძვირი უნდა ღირდეს. ეს საჩვენო არაა.

მამაკაცმა კოლოფი აიღო, სიფრთხილით და სითბოთი განაახლა შეფუთვა, გადასცა გოგონას და უთხრა:

- მან ყველაზე დიდი ფასი გადაიხადა... მეტი, ვიდრე შეეძლო ნებისმიერ უფროსს: გასცა ყველაფერი, რაც ჰქონდა.

პატარა მაღაზიაში სიჩუმემ დაისადგურა. გოგონას, რომელსაც აკანკალებულ ხელში პატარა კოლოფი ეჭირა, თვალებიდან ორი ცრემლი ჩამოუგორდა...



წყარო - 4motivi.com


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016