reportiori.ge - მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 09:44
რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს
29 მარტი, 2015. 10:06

 

 


დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ღირსი დედის, მარიამ ეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს.

წმიდა მარიამ ეგვიპტელი V საუკუნეში მოღვაწეობდა . მის შესახებ ცნობები წმინდა მამა ზოსიმე პალესტინელმა შემოინახა. იგი წმ. მარიამ ეგვიპტელს იორდანის უდაბნოში შეხვდა, სადაც მისი თავგადასავალი შეიტყო. მარიამი ახალგაზრდობაში უღირსი ცხოვრებით ცხოვრობდა. შემდეგ ღვთის განგებით მოექცა და ცოდვების მოსანანიებლად მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება უდაბნოში გაატარა, სადაც აღესრულა კიდევ.


დიდმარხვის მეექვსე შვიდეულის შაბათს,  ლაზარეს შაბათი აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეებს თევზის მიღება შეეძლებათ.


დიდმარხვის მე-6 კვირას, ბაიაობის, ანუ ბზობის დღესასწაული აღნიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ბზის ტოტებით მიდიან და ბზის კურთხევა აღესრულება. ამ დღეს ეკლესია უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ბზობის დღესასწაულს მარხვა ხსნილია თევზით.


დიდმარხვა წელს 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016