reportiori.ge - „აკვაპარკში“ ხანძრის გაჩენა მის დაზღვევას უკავშირდება?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 19:59
სამართალი
„აკვაპარკში“ ხანძრის გაჩენა მის დაზღვევას უკავშირდება?
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 11:38

16 ივლისს თბილისის "აკვაპარკშიხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 1000 კვმ ტერიტორიაზე განთავსებული ბუნგალოები და ატრაქციონები განადგურდა. ხანძრის ჩასაქრობად ერთდროულად 18 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა. მომხდარის გამო გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

თბილისის „აკვაპარკი" ეკუთვნის კომპანია „ევროპარკს" რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი აკაკი სულხანიშვილია. არცთუ დიდი ხნის წინ მან "კვირის პალიტრას" უამბო, როგორ  აიძულებდა ზურაბ ადეიშვილი, ფული დაებანდებინა ისეთ წამგებიან პროექტებში, როგორიც თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ანაკლიაში „აკვაპარკების" მშენებლობაა. მისი თქმით, ამის გამო კომპანიას დიდი ვალი დაედო. ხანძრის გაჩენის მიზეზებზე რამდენიმე ვერსიაა. გავრცელდა ხმა, რომ "აკვაპარკში" ხანძრის გაჩენა "ევროპარკის" ქონების დაზღვევას მოჰყვა. გამოითქვა სხვა ვერსიებიც. რა მოხდა სინამდვილეში? გამოცემა შპს "ევროპარკის" დამფუძნებლის ადვოკატს, ამირან გიგუაშვილს დაუკავშირდა:

- ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნასა და გამოძიების შედეგს ველოდებით, რომლითაც დადგინდება, რა მოხდა რეალურად, ეს უბედური შემთხვევა იყო თუ  სხვა გარემოებასთან გვაქვს საქმე.

- იყო თუ არა „აკვაპარკის" მეწილეებს შორის კონფლიქტი?

- არავითარი კონფლიქტი მეწილეებს შორის არ ყოფილა. ჭორს ავრცელებენ.

- ერთ-ერთი ვერსიით, "აკვაპარკის" გადაწვამდე შპს "ევროპარკის" ქონება დააზღვიეს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- უკვე 5 წელიწადია, რაც ეს კომპანია დაზღვეულია. ხელშეკრულება "ალდაგი ბისიაისთან" აქვს გაფორმებული.

ბოლოს, ხელშეკრულება 2012 წლის 5 იანვარს განახლდა 3 წლით და 2015 წლის 5 იანვრამდეა ძალაში. კომპანია "ევროპარკი" საბანკო კრედიტით სარგებლობს.  კრედიტს კი ვერ აიღებდა, თუკი ობიექტი არ  ექნებოდა დაზღვეული. თავის დროზე, კომპანიის ქონების დაზღვევაც ამას უკავშირდებოდა.

- არსებობს სხვა ვერსიაც. კერძოდ, ხანძრის გაჩენა შეიძლება კონკურენტების ნამოქმედარი იყოს.

- ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მიმდინარეობს გამოძიება და წინასწარ დასკვნის გაკეთების საფუძველი არა გვაქვს.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016