1. ლინკოლნი კონგრესში აირჩიეს 1846 წელს, კენედი - 1946 წელს. განსხვავება 100 წელია.
2. ლინკოლნი პრეზიდენტად აირჩიეს 1860 წლის შემოდგომაზე, ხოლო პრეზიდენტი გახდა 1861 წელს, კენედი პრეზიდენტად აირჩიეს 1960 წლის შემოდგომაზე და პრეზიდენტი გახდა 1961 წელს.
3. ორივე იბრძოდა აფროამერიკელთა უფლებებისთვის
4. ორივე პრეზიდენტი მოკლეს მეუღლეების თანდასწრებით, უკანა მხრიდან, თავში სროლით.
5. ლინკოლნსაც და კენედისაც თეთრ სახლში ცხოვრებისას გარდაეცვალათ შვილი.
6. ლინკოლნს ესროლეს თეატრში, რომელსაც ფორდი ერქვა, კენედის ესროლეს მანქანაში, რომელსაც „ლინკოლნი" ერქვა და ფირმა „ფორდის" მიერ იყო შექმნილი.
7. ვიცე-პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი, რომელმაც ლინკოლნი შეცვალა, 1808 წელს დაიბადა. ლინდონ ჯონსონი, რომელმაც კენედი შეცვალა, 1908 წელს დაიბადა. აქაც განსხვავება 100 წელია.
8. მრჩეველი, გვარად კენედი, ლინკოლნს ურჩევდა, არ წასულიყო მკვლელობის დღეს თეატრში, კენედის მრჩეველი, გვარად ლინკოლნი, ასევე ურჩევდა კენედის, რომ გადაედო დალასში გამგზავრება.
9. ლინკოლნის მკვლელი ბუტი დაიბადა 1839 წელს (თუმცა მან საბუთები გააყალბა და ერთი წელი მოიმატა, რათა სამუშაო მიეღო), კენედის მკვლელი ოსვალდი დაიბადა 1939 წელს. აქაც განსხვავება 100 წელია.
10. ლინკოლნი მოკლეს თეატრში და მკვლელი იმალებოდა საკუჭნაოში, კენედი მოკლეს საკუჭნაოდან და მკვლელი იმალებოდა თეატრში.
11. ორივე მკვლელი სასამართლომდე მოკლეს.
12. სროლისას ლინკოლნის ასისტენტი დაიჭრა და თავი საწყობს შეაფარა, ასევე საწყობში კენედის მკვლელობისას დაჭრილმა ასისტენტმა თავი თეატრს შეაფარა.
13. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ლინკოლნი იმყოფებოდა ქალაქ მონროში, კენედი სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე იმყოფებოდა მერილინ მონროსთან.
14. ლინკოლნის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ პოსტი დატოვა, გვარად კენედი იყო, ხოლო კენედის შემთხვევაში იმავე თანამდებობაზე გვარად ლინკოლნი მუშაობდა.