reportiori.ge - ლევან პირველი: არცერთი ქართველი არ მაპატიებს იმას, რომ სააკაშვილის ბოდიშს დავთანხმდე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:07
ინტერვიუ
ლევან პირველი: არცერთი ქართველი არ მაპატიებს იმას, რომ სააკაშვილის ბოდიშს დავთანხმდე!
15 ოქტომბერი, 2013. 21:25

ბიზნესმენი ლევან პირველი საქართველოში ბრუნდება! პოლიტიკურ საქმიანობას ის „მრეწველთა პარტიაში" გააგრძელებს, ხოლო პირველი, რასაც გააკეთებს, სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს სასამართლოში და პროკურატურაში...

 

- იქნებ აუხსნათ საზოგადოებას, ათწლიანი პაუზის შემდეგ ლევან პირველი დაბრუნდა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების წინ...

- როცა საშუალება გამოჩნდა სახლში დაბრუნებისა, მაშინ დავბრუნდი. აქამდე არც პასპორტი მქონდა... გასაგებია ისიც, რა მიზეზის გამოც არ მქონდა ეს პასპორტი...

 

- სააკაშვილის ხელისუფლების კეთილი ნების გამო, ვთქვათ პირდაპირ...

- რა თქმა უნდა! სხვათა შორის, არსად წავსულვარ! უბრალოდ, საშუალება არ მქონდა, ქვეყნის შიგნით მემოქმედა პოლიტიკურად. „მრეწველთა" პარტიის ლიდერები ყოველთვის ჩამოდიოდნენ ჩემთან. დიახ, ყველა გადაწყვეტილება ერთად გვაქვს მიღებული და ჩვენ ყოველთვის ერთად ვმუშაობდით!

ამ რეჟიმის ნამოქმედარი, ალბათ, კიდევ ბევრი რამ გამოაშკარავდება და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ბედი მელოდა მე ამ ხელისუფლების ხელში?!

ერთიც არის: მე ავსტრიის სახელმწიფო თავისი ხარჯით მიცავდა დიდი ხანი. თავადვე აღმოაჩინეს, რომ ჩემს მიმართ, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ლიკვიდაციის საშიშროება არსებობდა და საქმეც ასეა აღძრული ავსტრიაში!

 

- თქვენ ერთადერთი პოლიტიკოსი ბრძანდებით, ვის მიმართაც უცხო ქვეყნის ხელისუფლებამ ამგვარი მხარდაჭერა გამოხატა...

- ხაზგასასმელია, რომ ძალიან ძვირადღირებული დაცვა მყავდა ავსტრიის სახელმწიფოს ხარჯზე. იმ სახელმწიფოსი, რომელიც საკუთარ პირველ პირებს არ იცავს. დიახ, არც ავსტრიის პრეზიდენტსა და არც პრემიერს დაცვა არ ჰყავს!

ახლა, პირველ ნაბიჯებს რასაც გადავგდამთ, ჩემგან ნომინირებული ადვოკატი შეიტანს სარჩელს მოქალაქე სააკაშვილის წინააღმდეგ ცილისწამებაზე და ამავე დროს შეიტანს განცხადებას პროკურატურაში მოქალაქე სააკაშვილზე! ამ შემთხვევაში, აქცენტი გვაქვს მოქალაქე და არა პრეზიდენტ სააკაშვილზე!

 

- ცილისწამება რადმენად არის დასჯადი, ეს სხვა თემაა, თუმცა, ალბათ იმ ფრაზას გულისხმობთ, სააკაშვილი პირდაპირ რომ გდებდათ ბრალს ნიკა უჩანეიშვილის მკვლელობაში!

- ამიტომ ამას პასუხი უნდა გაეცეს და პასუხს სასამართლოს მეშვეობით გავაცემინებთ! მე მინდა, რომ ყველამ ნახოს, რა კაცთან გვქონდა საქმე, რა ცილისწამებით იყო სავსე, საერთოდ, ეს ხელისუფლება!

ერთიც არის: ჩვენს შემთხვევაში სხვანაირად იქნება საქმე! იმედი მაქვს, სამართალდამცველი ორგანოები, პროკურატურა და სასამართლო კანონიერად იმოქმედებენ! კანონით ყველა ქმედება ჩვენგან გათვლილია, სწორია და იურიდიული!

 

- თუმცა, ერთი მომენტიც არის. ეგრეთწოდებული კოჰაბიტაციის პირობებში რამდენად გაქვთ იმედი, რომ თქვენ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ და სააკაშვილი თქვენდამი წარმოთქმული ცილისწამების პასუხად მიიღებს შესაბამის პასუხს, ანუ მინიმუმ ან მაქსიმუმ აღმოჩნდება ციხეში?!

- რა არის კოჰაბიტაცია? სახლში შემოგივარდა ყაჩაღი, გაგიუპატიურა ოჯახის წევრები, წაგართვა ფული და იარაღით გემუქრებოდა და, შენ რას ეუბნები? მოდი, შევრიგდეთ, დარჩი ჩემთან ოჯახში და იცხოვრეო, ხომ?!

თუ იქნება შანსი, რომ სააკაშვილი იყოს ციხეში, მე არცერთი ქართველი არ მაპატიებს იმას, რომ სააკაშვილის ბოდიშს დავთანხმდე! ამიტომ, პირდაპირ გიცხადებთ: მე სააკაშვილის ბოდიშს არ მივიღებ!

ერთგან ვთქვი და აუცილებლად უნდა ვთქვა ახლაც: გულზე ხელი დავიდოთ და ყველამ ვაღიაროთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ამ ერთმა კაცმა სააკაშვილის ხელისულფებას „შეუსრულა" და „ისტორიულ სანაგვეზე" გაისტუმრა! ისტორიულად ეს მისია უკვე იმხელაა, რომ უფლება აქვს, თქვას: მე ჩემი წვლილი შევიტანე ამ ქვეყნისთვის და მივდივარო!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016