reportiori.ge - „საია“ ზუგდიდისა და ბათუმის ინციდენტებს ეხმაურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:17
სამართალი
„საია“ ზუგდიდისა და ბათუმის ინციდენტებს ეხმაურება
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 12:06

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს 20-21 ივლისს ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარი ინციდენტების გამო და მოუწოდებს პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა პირს უარი თქვას ძალადობაზე. "დღეს ქვეყნის ინტერესებში შედის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კონსტრუქციულ, ცივილურ გარემოში ჩატარება, რა დროსაც თითოეულ კანდიდატს საკუთარი ხედვებისა და საარჩევნო პროგრამის ამომრჩევლისთვის შეუფერხებლად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით "საია" მოუწოდებს: თითოეულ მოქალაქეს - უარი თქვას პროტესტის ძალადობრივი ფორმებით გამოხატვაზე. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ის პირები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, შესაძლებელია, წარსულში  თავად იყვნენ ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლნი, თუმცა მათ მსგავს ქმედებას სამართლებრივი გამართლება ვერ მოეძებნება. როგორც კი საწინააღმდეგოს დავუშვებთ, მსგავსი ქმედებები განმეორდება, რაც, ცხადია, დააზარალებს ქვეყნის ინტერესებს. სამართლდამცავ ორგანოებს - უზრუნველყონ წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა, ძალადობრივი აქტების  ობიექტური, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება; საიას შეფასებით, ზუგდიდის ინციდენტში იკვეთება უფრო მძიმე კანონდარღვევის ნიშნები, რისი პრევენციაც მოცემულ შემთხვევაში დამდგარი პასუხისმგებლობის ზომით შესაძლებელია ვერ მოხდეს. ამ მიზნით მნიშვნელოვანია თითოეული დარღვევის სწორი სამართლებრივი შეფასება და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს - უზრუნველყონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა  და არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. "საია" აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს და იტოვებს იმედს, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზებული საჯარო შეხვედრები ძალადობის გარეშე ჩაივლის,"-ნათქვამია "საიას" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ღონისძიების ჩაშლის მცდელობას. დაგეგმილი ღონისძიება აქციის ფონზე წარიმართა, პარტიის ლიდერებსა და დელეგატებს წინასწარ შეკრებილმა მოქალაქეებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს, მათ ქვები და ბოთლები ესროლეს. ინციდენტისას დაზარალდა ერთი ჟურნალისტი. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ  აქციაზე მოქალაქეთა მობილიზება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ მოხდა. 21 ივლისს ასევე დაპირისპირების ფონზე წარიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  პრაიმერი ბათუმში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016