reportiori.ge - რა გარანტიები მიიღო სააკაშვილის ზონდერმა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დაშლის სანაცვლოდ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:57
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა გარანტიები მიიღო სააკაშვილის ზონდერმა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დაშლის სანაცვლოდ?
ავტორი:
31 მარტი, 2015. 12:53


თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. მისი ამ ნაბიჯის პასუხად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტისადმი კოკი იონათამიშვილის პირადი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს ბიზნესის წილის გაყიდვაში დახმარებას სთხოვდა. კოკი იონათამიშვილმა არ ისურვა დაკონკრეტება, რომელ ბიზნესზე იყო საუბარი პრეზიდენტისადმი მიწერილ მის წერილში. „ქრონიკა+" ამ ისტორიის დეტალებით დაინტერესდა და სკანდალური ინფორმაციაც მოიპოვა.


შენობა, რომელზეც საუბარი იყო პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში, პეკინის №41-ში მდებარეობს. 2010 წლის 20 მაისის მდგომარეობით, პეკინის №41-ში მდებარე შპს „საბურთალო 2007"-ში კონსტანტინე იონათამიშვილი 7%-ს ფლობს, ზაზა გუგავა - 5%-ს, ოლღა ხიხლოვსკა - 25%-ს, მიხეილ ბადაგიძე - 15%-ს, მარინა მგალობლიშვილი - 48%-ს.


2011 წლის 5 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერით სიტუაცია იცვლება და ამჯერად, უკვე შპს „მერანი 2007"-ში კონსტანტინე იონათამიშვილის წილი 15%-ით განისაზღვრება. მასთან ერთად ამ შენობას ფლობენ ავთანდილ მეღვინეთუხუცესი, მედეა ჭიჭინაძე, თამარ მარტაშვილი, მურთაზ კაპანაძე და ზაზა ნიშნიანიძე.


2011 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, შპს „საბურთალო 2007"-ში კონსტანტინე იონათამიშვილს, ზაზა გუგავასა და მიხეილ ბადაგიძეს, შესაბამისად, ჰქონდათ 5%, 2% და 15%. ამ დროისთვის შპს-ს მმართველობაში შემოდის ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „ბელქორ ჰოლდინგ პანამა" და მისი წილი უკვე 78%-ით განისაზღვრება.


2013 წლის 11 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „მერანი 2007"-ის 100%-იანი წილის მფლობელი უკვე ვინმე ალექსი შინჯიკაშვილია.


რეესტრის ამონაწერები ინახება რედაქციაში.


ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „ბელქორ ჰოლდინგ პანამას" რეალური მფლობელი არის სააკაშვილის ზონდერთა შეფი, გია უდესიანი. ცხადია, ყოფილ „ნაციონალს" ამ თემაზე საუბარი არ სურს, ისევე როგორც იმის გახსენება, რას საქმიანობდა მისი პარტნიორი კომპანია „ბელქორ ჰოლდინგ პანამა"? ალექსი შინჯიკაშვილი, რომელმაც 2013 წელს სრულად შეიძინა შპს „მერანი 2007"-ის წილი, ასევე უდესიანის მეგობარია. საბოლოო ჯამში, ჩვენი ინფორმაციით, კოკი იონათამიშვილმა 20 000 ამერიკულ დოლარად ღირებული წილი 70 000 დოლარად გაყიდა. სამაგიეროდ, მან გია უდესიანისაგან მიიღო მოთხოვნა, რომ საჭირო დროს „ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაეტოვებინა. ეს დრო დადგებოდა მაშინ, როცა უდესიანი საბოლოოდ მიიღებდა გარანტიებს ახალი ხელისუფლებიდან თბილისში მისი ბიზნესების ხელშეუხებლობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. ჩანს, ეს დრო სწორედ ახლა დადგა. კოკი იონათამიშვილის მსგავსად, უდესიანი საკრებულოს კიდევ ორ დეპუტატს აკონტროლებს. ღირს თუ არა თბილისის საკრებულოს ახალი უმრავლესობა ამომრჩევლის მოტყუებად, ეს ცალკე თემაა, ან რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას" ზაზა გაბუნიასა და კოკი იონათამიშვილის მსგავსი მხარდამჭერები? ჩემი პირადი პოზიცია ასეთი გახლავთ, - საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება და თუ არჩევით ორგანოში ამა თუ იმ პარტიის კვოტით გასული ადამიანი პარტიას დატოვებს, პარალელურად, უნდა დატოვოს წარმომადგენლობით ორგანოში პარტიის სახელით მოპოვებული მანდატიც. სხვა შემთხვევაში, ვირთხების გადარბენას პარტიიდან პარტიაში ვერ ავცდებით.


ის, რომ გია უდესიანი ზონდერთა შეფია, ამაზე „ნაციონალურ მოძრაობაშიც" არ დაობენ. ის ოფიციალურ სტრუქტურაში „ვარდების რევოლუციის" შემდეგ გიგი უგულავას რეკომენდაციით მივიდა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა. სწორედ ამ დროიდან მას უკვე ჰყავდა არაოფიციალური შეიარაღებული დაჯგუფება. მასვე ემორჩილებოდა პარლამენტარ ბადრი ბასიშვილის ზონდერჯგუფი, ჰქონდა გავლენები ხაშურში, გორსა და თბილისში.


2005 წლის 1 დეკემბერს გია უდესიანი და მისი ზონდერები თბილისის საკრებულოს სხდომაზე შევარდნენ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებიც ესწრებოდნენ, სხდომა ჩაშალეს და დეპუტატები სცემეს.


2005 წლიდან უდესიანი რეზერვისტთა ბატალიონის მეთაურია. მის სახელს უკავშირდება კუს ტბის გახმაურებული სკანდალი, როდესაც მან ობიექტის მეპატრონე ბესო ხარძიანი არა მხოლოდ აიძულა წილი გაეყიდა, არამედ ნარკოტიკების ბრალდებით დააჭერინა კიდეც. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან საკუთარ ბიზნესპარტნიორს მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟა სამუშაო ოთახში, ხარძიანის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის გინება ჩაიწერა და „ნაცმოძრაობის" „ფეისებს" მოასმენინა.


2008 წლის 16 დეკემბრის რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „კუს ტბის" მეპატრონე ბესო ხარძიანმა საკუთარი წილი გაასხვისა შემდეგ პირებზე:


გიორგი უდესიანი - 11,5%, ოლგა ხიხლოვსკა - 15%, ზაზა გუგავა - 15%, მარინა მგალობლიშვილი - 11%.


სხვათა შორის, სწორედ ეს პიროვნებანი ფიგურირებენ შპს „საბურთალო 2007"-ის მფლობელთა შორის 2010 წლის 20 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მარინა მგალობლიშვილი კი გია უდესიანის ოჯახის წევრია.


გია უდესიანის სახელს უკავშირდება სკანდალი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე, როდესაც სპორტსმენებმა - ამბაკო ავალიანმა და ბეთქილ შუკვანმა - იგი ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულეს.


გია უდესიანი დათა ახალაიას ახლო მეგობარია. 2 ოქტომბრის ღამეს ისინი შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობას აპირებდნენ საქართველოს დედაქალაქში, მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ კი გია უდესიანმა საქართველო დატოვა. არჩევნების მომდევნო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ უდესიანის ზონდერჯგუფის წევრები აყაჩაღებდნენ ბანკებსა და სუპერმაკეტებს, რათა ხელოვნურად დაეძაბათ კრიმინოგენური სიტუაცია თბილისში. ამ დროისათვის უცნობია, მიმდინარეობს თუ არა უდესიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა?


P. S. გია უდესიანი ჩემს ბრალდებებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და მას „ამაზრზენი სიცრუე" უწოდა. მან კონკრეტულ თემებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ ჩემი მხრიდან ბრალდების განმეორების შემთხვევაში, სათანადო ორგანოებისთვის მიმართვით დამემუქრა. იმედი მაქვს, გია უდესიანს ჩემი განმეორებითი ქმედების, ანუ წინამდებარე სტატიის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და ისიც „შესაბამის" ორგანოებს მიმართავს. ჩემი მხრივ კი დავძენ: რომ არა ყბადაღებული კოჰაბიტაციის პროცესი, მისი ადგილი გლდანის ციხეშია. მით უფრო, მისი მოძებნა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. როგორც თავად აცხადებს, ევროპაში ბიზნეს-საქმიანობითაა დაკავებული, თუმცა, არა მგონია, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, რადგან გასული წლის ნოემბერში ჩეხეთში მისი მანქანა ააფეთქეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

 

 

ელისო კილაძე

გაზეთი „ქრონიკა+"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016