reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: ინფორმაცია სარწმუნოა, სერიოზული წყაროს მოწოდებულია და ამდენად, საფრთხე რეალურია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:28
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: ინფორმაცია სარწმუნოა, სერიოზული წყაროს მოწოდებულია და ამდენად, საფრთხე რეალურია!
ავტორი:
31 მარტი, 2015. 14:39


ნინო გვენეტაძეს მოსალოდნელი ბინძური პროვოკაციების შესახებ აფრთხილებს!


„უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო გვენეტაძეს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონა-მოსამართლეები მის წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციას გეგმავენ!

 

- ბატონო ნიკოლოზ, რას ეფუძნება თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რამდენად სარწმუნოა იგი და მაინც რას გეგმავენ სააკაშვილის ზონდერ-მოსამართლეები?


- უპირველეს ყოვლისა, ქალბატონ ნინოს მინდა, მივულოცო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა და ვუსურვო წარმატებები. მოხდა დიდი და სასიხარულო ამბავი - სასამართლო სისტემას მოშორდა სამარცხვინო კოტე კუბლაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პირადი მონა,რომელმაც ამ ათი წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი გააუბედურა. ადამიანების გაუპატიურების, წამებისა და მოკვდინების ავადსახსენებელი პროცესი სწორედ კოტე კუბლაშვილის სასამართლოს მიერ იყო წახალისებული და ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილი ცხრაწლიანი სიბინძურის ერთ-ერთი შემოქმედიც გახლავთ სწორედ კოტე კუბლაშვილი, რომელიც უსიტყვოდ ასრულებდა სააკაშვილის, მერაბიშვილისა თუ ადეიშვილის ბრძანებებს. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე შეიცვალა, სასამართლოში სიტუაციის დალაგება ძალიან რთული იქნება და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქალბატონი ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ საკმაოდ ბინძური პროვოკაციები იგეგმება. ქალბატონმა ნინომ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში მოსალოდნელია რაღაც ცვლილებები და გარკვეულ მოსამართლეებს შეიძლება, დაეკისროთ დისციპლინარული პასუხისმგებლობა, რადგან იუსტიციის საბჭოში, კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით, განაცხადებია შეტანილი; ნუ გამორიცხავთ, რომ ბევრი მოსამართლის მიმართ შეიძლება, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რადგან სააკაშვილის მოსამართლეებს გაუგონარი გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი. ასე, მაგალითად, პიროვნებას მოსამართლემ მკვლელობის მუხლით გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ამ დროს ბრალში წერია, რომ მოკლული გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში, რაც არის აბსურდი და სიგიჟე. აი, ასეთი გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი და ზოგიერთმა მოსამართლემ იცის, რომ ამის გამო პასუხი მოეთხოვებათ! სწორედ ასეთი მოსამართლეები, სწორედ ასეთი ნაძირლები შეეცდებიან, სასამართლოდან ისე წავიდნენ, რომ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს რეპუტაცია შეულახონ და ჩირქი მოსცხონ!

 

- მაინც რა შეიძლება დაგეგმონ და განახორციელონ სააკაშვილის მონა-მოსამართლეებმა?

 

- ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე მონა-მოსამართლე გამოვა და იტყვის, რომ თითქოს მათ ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ პრივატულ საუბარში უთხრა და დაავალა, რომ ამა და ამ საქმეზე გამოიტანონ უკანონო გადაწყვეტილება! ესენი არიან უბინძურესი ადამიანები, ყველაფერზე წამსვლელი ხალხი და ეცდებიან ყველაფერს, წავლენ ნებისმიერ პროვოკაციებზე, რათა ქალბატონი ნინო გვენეტაძე ჩააყენონ თავის მართლების რეჟიმში და არაფრისგან ატეხონ აჟიოტაჟი; მერე დაქოქავენ თავიანთ ტელევიზიას - „რუსთავი-2"-ს და დაიწყებენ სისულელეების როშვას - „გვენეტაძე შევარდნაძის კადრია, გვენეტაძე  თავისას არ იშლის" და ა.შ.

 

- ბატონო ნიკოლოზ, რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია და ვინ არიან ის მოსამართლეები, რომლებიც ამ სიბინძურეს გეგმავენ?

 

- ინფორმაცია არის სარწმუნო, ძალიან სერიოზული წყაროს მიერ მოწოდებული და ამდენად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საფრთხე რეალურია! რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, კერძოდ იმას, თუ ვინ არიან ის მონა-მოსამართლეები, რომლებიც ამ ბინძურ პროვოკაციას გეგმავენ, მოგეხსენებათ, დანაშაული ჯერ არ მომხდარა და მე რომ ეს მოსამართლეები დავასახელო, ჩემი მხრიდან ეს იქნება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ახლა მინდა, საქართველოს მთავარი პროკურატურის მისამართით ერთ ძალიან სერიოზული განცხადება გავაკეთო! მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას: დაიწყოს გამოძიება კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ! კუბლაშვილს დღეს იმუნიტეტი აღარ იცავს და ამის გაკეთება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლა და გამოძიების ამ მიმართულებით დაწყება შედარებით რთულია, მაგრამ ძალიან ადვილია კუბლაშვილის წინააღმდეგ სამეურნეო დანაშაულის მუხლით საქმის აღძვრა!

 

- რას გულისხმობთ? დააკონკრეტეთ!

 

- კონტროლის პალატას აქვს დასკვნა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ სასამართლოებში რემონტი ტარდებოდა კორუფციული სქემით. კერძოდ, რემონტს ატარებდა და ტენდერებში იმარჯვებდნენ მხოლოდ ის ფირმები, რომლებთანაც კოტე კუბლაშვილს კონკრეტული ინტერესი ჰქონდა. ამის შესახებ საუბრობს კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსანი ნოდარ ლიპარტელიანი, რომელიც მოვიდა ჩვენს ორგანიზაციაში და წარმოგვიდგინა შესაბამისი დოკუმენტები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას - სანამ კოტე კუბლაშვილი საქართველოს დატოვებს, მანამდე მიეცით პასუხისგებაში, თორემ მერე დაიწყება მარჩიელობა - „კუბლაშვილს ამა და ამ ქვეყანამ თავშესაფარი მისცა და არ გადმოგვცემენ! ახლა უკვე გვიანია" და ა.შ. ამიტომ, მოდით, ამ კაცს სააკაშვილივით ნუ გავაქცევთ და დავიჭიროთ! თეა წულუკიანი ყოველ გამოსვლაში იმას ამბობდა, კუბლაშვილი დასაჭერიაო და რა გვიშლის ხელს?! კუბლაშვილის დაჭერით გავიგებთ, თუ რა საქმეებზე გაიცემოდა ინსტრუქცია და თავად კუბლაშვილს ვინ აძლევდა ამ ინსტრუქციებს. კუბლაშვილის დაპატიმრება ასევე თავიდან აგვაცილებს იმ პროვოკაციებს, რომელიც ქალბატონი ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ იგეგმება!

 

- ბატონო ნიკოლოზ, მე ვიცი, რომ თქვენ საქართველო-ამერიკის ურთიერთობის შესახებ აპირებთ მწვავე განცხადების გაკეთებას...


- ქართველ ხალხში ანტიამერიკული განწყობა მატულობს და ეს არის ამერიკის არასწორი პოლიტიკის ბრალი. ამერიკის ელჩი რომ გამოვა და იმას იტყვის - ადეიშვილსა და უგულავას ბრალი რომ დაუმძიმეთ, ეს პოლიტიკური დევნააო! - როგორ ფიქრობთ, ეს რას ნიშნავს? ანდა ამერიკის ელჩს რა ესაქმებოდა, 21 მარტის აქციის დაგეგმვაშირომ მონაწილეობდა? ვინ ეკითხება უცხო ქვეყნის დიპლომატს, საქართველოში ვის რა ბრალს წაუყენებენ? ქართველი ერის შეურაცხყოფა არ არის, სააკაშვილს რომ ამერიკის სენატში ტაშს უკრავენ?! ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანტიამერიკულ განწყობას საქართველოში აღვივებს ამერიკის საელჩო და ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა ქართველ ხალხს ეზიზღება! ხუთი „რუსთავი-2" რომც ჩაირთოს და მთელმა მსოფლიომ მხარი დაუჭიროს, საქართველოს მოსახლეობა ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში მაინც არ მოიყვანს! ეს გამოჩნდა 21 მარტის აქციაზეც, რომლის მოსამზადებლად და ხალხის გადმოსაბირებლად მილიონები დახარჯეს, აქციის მონაწილეებს ლამის ხიზილალა და კარაქიანი პურები აჭამეს, პირდაპირი ჩართვებიც ჰქონდათ, მაგრამ 12 ათას კაცზე მეტი მაინც ვერ შეკრიბეს! თუ ამ ყველაფრიდან ამერიკის ადმინისტრაცია ვერ გამოიტანს დასკვნას, მაშინ არ არის გამორიცხული, საქართველომ გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016