reportiori.ge - კარლოსის უნივერსიტეტში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 22:04
სხვადასხვა
კარლოსის უნივერსიტეტში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნება
ავტორი:
31 მარტი, 2015. 14:38



უკვე 2 წელზე მეტია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეგიდით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების უნივერსიტეტებში ქართული ბიბლიოთეკის კუთხე იხსნება. ამჯერად ქართული და საქართველოს შესახებ უცხოენოვანი წიგნები პრაღაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს - კარლოსის უნივერსიტეტში გაიგზავნა.



ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ცნობით, ეს მსოფლიოს მეცამეტე ქალაქია, სადაც ქართული ბიბლიოთეკა შეიქმნა. ქართული წიგნების კუთხე უკვე არსებობს შემდეგ ქალაქებში: კიევი, პრატო, ბარი, პრეტორია, ვენა, სტამბოლი, მიუნხენი, რეჯე დე კალაბირია, ბაქო. ბიბლიოთეკის რესურსი კი ძირითადად კერძო შემოწირულობებით კომპლექტდება. ამჯერად პრაღაში 50 წიგნი იქნა გაგზავნილი და აქედან უმრავლესობა თანამედროვე ქართველ ავტორებს ეკუთვნით. ასევე უკვე გროვდება წიგნები საქართველოს შესახებ, რომელიც ქართულ კუთხეს დაემატება.



მალე ასეთივე კუთხეები გაიხსნება ბარსელონაში, ჯაკარტასა და ნიუ-იორკში. წიგნის კუთხეები მხოლოდ ქართულენოვან წიგნებს არ გულისხმობს - იქ იქნება უცხოენოვანი ლიტერატურა საქართველოს შესახებ და თარგმანები.



ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და ამ პროექტის იდეის ავტორი გიორგი კეკელიძე კარლოსის უნივერსიტეტში  საჯარო ლექციის წასაკითხადაა მიწვეული.



ქართული წიგნის კუთხე პრაღაში მაისის შუა რიცხვებში გაიხსნება.


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016