სხვადასხვა
თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი, ახალშობილი მარტა შეემატა
31 მარტი, 2015. 20:56
თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი, ახალშობილი მარტა ჰყავს.
„გოგოა! გოგო!
მიეგებეთ ჩვენს ახალშობილს, მარტში დაბადებულ ქალბატონ მარტას!
ამ პაწკუნტელა ჰამადრილს დედა სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. ვოლიერში ვერ დავტოვებდით, რადგან იქ ბევრი ზრდასრული მამრი ცხოვრობს და პატარას სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. აღარ გავრისკეთ და ვოლიერიდან გამოვიყვანეთ. ახლა გულიკო ძიძა ზრდის, აჭმევს ყოველ საათში ერთხელ, უცვლის პამპერსებს და თოჯინასავით გახვეულს გულში ჩაკრულს დაატარებს, რომ არ შესცივდეს და დედობრივი სითბო არ მოაკლდეს ცუნცულიკას..."- აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03