reportiori.ge - პირველი ქართველი მსოფლიო მოქალაქე, რომელმაც 100-ზე მეტი ქვეყანა მოიარა, მოგზაურობის მოყვარულებისთვის ტელეგადაცემას ქმნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:06
ინტერვიუ
პირველი ქართველი მსოფლიო მოქალაქე, რომელმაც 100-ზე მეტი ქვეყანა მოიარა, მოგზაურობის მოყვარულებისთვის ტელეგადაცემას ქმნის
01 აპრილი, 2015. 14:50

 

 

29 წლის NIX Energy პირველი ქართველი მსოფლიო მოქალაქეა, რომელიც 106 ქვეყანაშია ნამყოფი. საქართველოს ფარგლებს გარეთ მოგზაურობა 9 წლის წინ დაიწყო, მანამდე კი, როგორც თავად ამბობს, საქართველოს შესწავლით იყო დაინტერესებული. ქართველი მოგზაური დაბრკოლებებს არ უშინდება და როგორც "რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, მისთვის საინტერესო სწორედ ექსტრემალური ცხოვრებაა. NIX Energy-ს შემდეგი მარშრუტი კენიაში აქვს დაგეგმილი.


-მოგზაურობა მიყვარს იმიტომ, რომ მიყვარს ყველაფერი კონტრასტული, ავანგარდული, ექსტრემალური.  რისკი ძალიან მიზიდავს. 

 

- ასზე მეტ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. რომელმა ქვეყანამ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?


-ყველა ქვეყანა თავისებურად მანცვიფრებს, მაგრამ ჩემთვის საქართველო ყველაზე გამორჩეულია თავისი მდებარეობით. საქართველოში კლიმატი, ბუნება და თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უნიკალურია.


-რით გამოარჩევდი საქართველოს სხვა ქვეყნებისგან?

 

 -საქართველოში საკვები რომ მომწონს, ისე არსად. მოგზაურობის დროს ყველაზე მეტად რაც მენატრება ხოლმე, ესაა ქართული ყველი, პომიდორი და წყალი. აქ საკვები უნიკალურია. გარდა ამისა, საცხოვრებლად საქართველო არის ყველაზე იდეალურ ზონაში. ბუნება გაძლევს ყველაფერს, არის წელიწადის ყველა დრო, ამიტომ აქ თუნდაც ხილი განსაკუთრებულად გემრიელი და რაც მთავარია, ნატურალურია. მივხვდი, რომ ეს არის უნიკალური ქვეყანა, რომელსაც გაფრთხილება და დაფასება უნდა. ბევრი ქართველისგან მსმენია, აქ რატომ დავიბადეო, არადა, ბევრი უცხოელი, რომელიც  საქართველოში ჩამოდის, აღნიშნავს ამ ქვეყნის უნიკალურობას.


-როგორც ვიცი, აპირებ, შენი გამოცდილება სხვებსაც გაუზარო და ამისთვის ტელეგადაცემას ქმნი...

 

-მინდა, ტელეგადაცემად ვაქციო ჩემი მოგზაურობა, ვაპირებ, შევქმნა გუნდი და სხვადასხვა ქვეყანაში მათთან ერთად ვიარო. ის ინფორმაცია, რაც მე დამიგროვდა, მინდა, სხვებს გავუზიარო.  ყველამ ნახოს და  დარწმუნდეს, რომ ძალიან ლამაზ პლანეტაზე ვცხოვრობთ. გადაცემის მიზანი იქნება ის, რაც ჩემი მიზანი იყო, სანამ მოგზაურობას დავიწყებდი. მოგზაურობა კი იმის გამო დავიწყე, რომ ბავშვობიდან მიყვარდა სწავლა, ახალი ინფორმაციის მიღება. ჩემი აზრით, მოგზაურობა არის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი. ამ დროს ყველაზე ბევრს სწავლობ.


-რომელ ტელეარხზე იხილავს მაყურებელი შენს გადაცემას?

 

- მინდა, ჩემი გადაცემა პირველად საქართველოში გავიდეს, რადგან , პირველ რიგში, მე ქართველი ვარ.  შემდეგ გადაითარგმნება სხვადასხვა ენაზე. მოლაპარაკებებს ვგეგმავ რამდენიმე ქართულ ტელეკომპანიასთან. სხვა ქვეყნის ტელევიზიებში კი ჩემი გადაცემები ესპანურად, ინგლისურად და რუსულად გავა.


-შენს გადაცემას მაყურებელი დიდი ინტერესით დაელოდება, რადგან მოგზაურობის სურვილი ბევრს აქვს, თუმცა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები უშლით ხელს...


-არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი გაქვს შემოსავალი,  მთავარია, როგორ იყენებ იმ ფინანსებს, რამდენიც გაქვს. სხვა ქვეყანაში რომ ჩავდივარ, ეკონომიურად ვცხოვრობ. ბევრი, ყოველდღე, სიგარეტსა და ლუდში 10 ლარს ხარჯავს, ეს კი თვეში 300 ლარია. ჯანმრთელი ცხოვრების წესით კი სავსებით შესაძლებელია, მოგზაურობისთვის საჭირო თანხა გადაინახო. მე მაგალითად, თუ მაქვს გადაწყვეტილი რომელიმე ქვეყანაში წასვლა და მაქვს ფული, წავალ თვითმფრინავით, თუ თანხა ნაკლები მაქვს - ავტობუსით, თუ არა და - ფეხით. ასე ბევრჯერ გამიკეთებია, მაგალითად, მარსელიდან ბარსელონაში ვარ ფეხით ჩასული.


-რომელიმე ქვეყანაში თუ გიფიქრია საცხოვრებლად დარჩენა?

 

-ამაზე ბევრს ვფიქრობდი. მთლიანობაში კი ავირჩიე პლანეტა დედამიწა.


-მსოფლიო მოგზაურს მეორე ნახევარ თუ ჰყავს?


-იმდენად ექსცენტრული პირობები მაქვს, რომ ვინმე ჩემს სტილს და რიტმს რომ აჰყვეს, მარტივი არ არის. როდესაც ერთ ადამიანთან ხარ, გინდა-არ გინდა,  იზღუდები. მიყვარს მეგობრები ხალხი, ბუნება, ამიტომ დრო არ მრჩება, რომ რომელიმე ერთ ადამიანს ზედმეტი ყურადღება დავუთმო.


-და ბოლოს, რას ურჩევდი ქართველებს?


-პოზიტიურ ფიქრს და ღიმილს, ასევე ფერად ტანსაცმელს. ნებისმიერ რამეს უყურეთ ოპტიმისტურად, იფიქრეთ პოზიტიურად, რადგან რასაც გონებაში ჩაიბეჭდავთ, ის აუცილებლად მოხდება.


 

 


 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016