ონის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება დაიწყო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქ ონის და ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხურუთის, ლაჩთას, შეუბანის, ღარისა და ნიგვზნარას სრული გაზიფიცირების მიზნით, სორი-ონის 12 კმ-იანი გაზსადენი აშენდება და შიდა გამანაწილებელი ქსელი მოწყობა. ჯამში, 67 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი აშენდება.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2 366 ოჯახს. ქალაქ ონის და მისი მიმდებარე სოფლების სრული გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2015 წლის ოქტომბერში.
გაზსადენის მშენებლობის სამუშაოებს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი დაესწრნენ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)