სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის სახელით, პრეზიდენტი გიორგი გორგოძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
„უკანასკნელ დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალებებით მიმდინარეობს წინასწარ დაკვეთილი და ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანია, რომლის მცდელობაა საზოგადოებაში მოახდინოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის პიროვნების გამიზნული შეურაცხყოფა და მისი საქმიანობის დისკრედიტაცია.
ეს სამწუხარო და ყოვლად მიუღებელი მცდელობა ერთგვარი გაგრძელებაა იმ სამარცხვინო მოვლენებისა, რომლებსაც რამდენიმე თვით ადრე ადგილი ჰქონდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტისირგვლივ.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია მიმართავს მეგობარ კოლეგებს, სხვადასხვა მედიასაშუალებათა სპორტულ ჟურნალისტებსადა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს- ნუ მიიღებთ მონაწილეობას ლევან ყიფიანის წინააღმდეგ მიმართული, ამ დაკვეთილი კამპანიის მედიაგაშუქებაში, რათა ნებსითა თუ უნებლიეთ არ გახდეთ ამ სამარცხვინო მცდელობის ორგანიზატორთა ხელისშემწყობნი!
აქვე გაცნობებთ, რომ შაბათს, 4 აპრილს, გაიმართება საქართველოს სპორტული ფედერაციების შეკრება, სადაც მომხდარს ადექვატური შეფასება მიეცემა და გაკეთდება შესაბამისი განცხადება მედიისთვის!" - ნათქვამია განცხადებაში.