reportiori.ge - მცირე რეპლიკა ოლეგიაძეების გასაგონად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:59
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მცირე რეპლიკა ოლეგიაძეების გასაგონად!
03 აპრილი, 2015. 19:05



ვიდრე ძირითად სათქმელს ვიტყვი, მინდა, გავაფრთხილო ის ადამიანები, ვის შესახებაც რამდენიმე სიტყვის თქმას ვაპირებ, რომ ძალიან გაგიჭირდებათ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა!


ეს ერთი!


ამას გარდა, ცოტა უხერხულობისა და გულისტკივილის გრძნობაც მაქვს, რადგან ჩემი სათქმელი, ირიბად თუ პირდაპირ, ისეთ ადამიანებსაც ეხება, ვისაც თავისი წარსული საქმიანობით საკმაოდ დიდი დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის წინაშე.


ამასწინათ, გაზეთ „ალიაში" გამოქვეყნდა ინტერვიუ სათაურით „რაში ადანაშაულებს სამბოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი სპორტის მინისტრს?" სადაც სამბოს ფედერაციის ყოფილი თავკაცი ამბობს: „ყიფიანთან მიმართებაში ძირითადად იმ სახის პრეტენზიები მაქვს, როგორიც მთელ საზოგადოებას აქვს მთავრობასთან. სწორედაც ყიფიანისნაირი მინისტრები არცხვენენ ხელისუფლებას და აძლევენ სალაპარაკოს საზოგადოებას. წინასაარჩევნო ამბების დროს, 2012 წელს, „ქართულ ოცნებას" გვქონდა თემატური ჯგუფები. მათ შორის იყო სპორტის ჯგუფიც. იქ მე ვიყავი ყიფიანის მოადგილე. ჩვენ გვერდზე იყო ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენი. მას მერე, რაც მინისტრი გახდა, არავინ არ გაგვიკარა გვერდზე და მოადგილეებად და სხვადასხვა თანამდებობებზე აიყვანა ისეთი ხალხი, რომლებიც „ნაციონალების" დროს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობდნენ. „ნაციონალების" დროს რომ სპორტის სამინიტროში კაცი მუშაობდა, ის როგორ შეიძლება, ჩვენს მხარეს იყოს?!"


სპორტის სამინისტროში დღეს დიდი ვნებათაღელვა და „გამიშვი და გამატარეა", და ვინ ვის რას ედავება, არც ეს არის იოლი გასარკვევი. ან, რა და როგორ უნდა გაირკვეს იქ, სადაც ადამიანებს, საქმეზე მეტად, პირადი ამბიციები აწუხებთ?!


„...მე ვარ ევროპის სამბოს ვიცე-პრეზიდენტი და ისე გამიხდა საქმე, რომ დამიჯერეთ, სააკაშვილის დროსაც არ ვყოფილვარ ასე დაჩაგრული...", „...არ არის ეს ქვეყნისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობა?" - წერს იაძე და ვერაფრით ვხვდები, რატომ და რით არის დაჩაგრული სამბოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, კასპის გამგებელი?! იმით, რომ ამ ჩამონათვალში სიტყვა ყოფილიც ფიგურირებს? იმით ხომ არა, რომ კასპის ყოფილმა გამგებელმა ახლა მინისტრის მოადგილეობა მოინდომა და უარი მიიღო?


ნახეთ, რას პასუხობს ოლეგ იაძე ჟურნალისტის საკმაოდ ობიექტურ შეკითხვას:

 

„ამ ძველ კადრებზე კი გაქვთ პრეტენზია, მაგრამ სხვადასხვა სტრუქტურებში ახალი ვინც მოიყვანეს ერთგულების ნიშნით და ნაცნობ-ნათესაურ-მეგობრული კავშირებით, საქმეს ვერ აკეთებენ, არაპროფესიონალები არიან და გაჩერებულია ქვეყანა. თუ იციან საქმის კეთება, იმუშაონ, რას გიშლით ეს ხალხი?


-  რომელმა „ნაციონალებმა" იციან საქმის კეთება? მათ რა საქმის კეთებაც იცოდნენ, კი აჩვენეს - წამება, შანტაჟი და ა.შ. არის რაღაც სფეროები, სადაც შეიძლება ის ძველი კადრიც გამოიყენო, მაგრამ, თუ შენი კადრი უკეთესია, რატომ ჩაგრავ? დღევანდელი ხელისუფლება ჩემნაირებთანაა „ჩაჭრილი" - ერთგულ ხალხთან, ვინც თავს აკლავდა მათ".


ხომ კარგი პასუხია - ჩვენ თუ არ ვიცით, არც „ნაციონალებმა" იცოდნენ საქმის კეთებაო?!


არ ვიცი, ვისთან „ჩაიჭრა"  (იაძის ფრაზაა) სპორტის დღევანდელი მინისტი, მაგრამ ფაქტია, რომ ატეხილი დავიდარაბა, „პირადში შეგეშალა, ძმაო"-ზე უფროა აწყობილი, ვიდრე რეალურად საქმის გულშემატკივრობაზე, და არა მარტო ოლეგ იაძის მხრიდან! რასაც ვხედავთ და ვუსმენთ, იქიდან სხვა დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. არა იმიტომ, რომ ქართულ სპორტს ყველაზე კარგი და შეუმცდარი მინისტრი ჰყავს! ისეთი შთაბეჭდილება გრჩება კაცს, თითქოს იაძის თანამდებობაზე დანიშვნის გარდა, ამ ქვეყანას და თვითონ სპორტის სამინისტროს სხვა საქმე და სადარდებელი არ ჰქონდეს.


საზოგადოებას და ჩვენც მართლა გულწრფელად გვაინტერესებს, იმ ზოგადის გარდა - მინისტრი ვერ მართავს სტრუქტურასო - კონკრეტულად რა ფაქტები არსებობს, თორემ, ივანიშვილის ერთგულების გარდა, მინისტრი თუ საქმის ცოდნასაც ითხოვს, მაშინ ლევან ყიფიანს კი არ ებრძვით, უნებურად, მის მხარეს ყოფილხართ.


ასეთი დაუფიქრებელი და „არგუმენტირებული" აგრესია გვაფიქრებინებს, სწორედ, რომ საქვეყნო საქმე არაფერ შუაშია და ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული.


თქვენი არ ვიცი, ჩემო ბატონო, მაგრამ მე მგონია, ამ სახელმწიფოს ყველაზე დიდი ჭირი და პრობლემა სწორედ საკადრო პოლიტიკაა. ოღონდ არა ისეთი, ოლეგ იაძე და მისი მხარდამჭერები რომ ფიქრობენ. ვერ მართა „დაჩაგრულმა" ოლეგ იაძემ კასპის რაიონი და გადაყენებულ-განაწყენებული, ახლა, „განტევების ვაცს" ეძებს!


ვიმეორებ: არ მინდა, უხერხულობაში ჩავაგდო ქართული კულტურისა თუ სპორტის წინაშე სერიოზული დამსახურების მქონე ადამიანები, მაგრამ, დალოცვილებო, ერთხელ მაინც არსად გაგიგონიათ - ჩექმა მეჩექმემ უნდა კეროსო?


ვისაც ბურთის კენწვლა, საჭიდაო ხალიჩა და სცენაზე სიმღერა და თამაში მოსწყინდა, ყველა პოლიტიკოსი და თანამდებობაზე ჯდომის პრეტენზიის მქონე გახდა. ვერაფერს იტყვი - მაგრად დაჩაგრულები არიან!!!


ერთადერთი არგუმენტი, „ოცნებას" და ივანიშვილს ვუჭერდი მხარსო,  არ კმარა, მაშინ, როცა გამგებლის სკამზე, პარლამენტში და ტყემალზე ერთნაირად ზიხარ!!! მაშინ, როცა პროფესიონალები სახლში სხედან და სინანულნარევი ირონიით შეჰყურებენ, თუ როგორ „ხოცავენ ერთმანეთს" მათი კუთვნილის გასაყოფად.


არ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ თქვენი სამშობლო მართლა საკუთარი კარის ზღურბლთან ხომ არ იწყება და მთავრდება?!


ისე ჩანს, რომ ამ გაწევ-გამოწევის სათავე უხეირო პოლიტიკური ინტრიგები და ხლართებია და ურიგო არ იქნება, თუ ბატონი ოლეგი და სხვებიც დროულად შეეცდებიან ჩაწვდნენ ერთი კახური ანდაზის შინაარსს - წააქეზეს მურია და მგელს შეაჭამესო...



 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016