reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: საქართველოს უსაფრთხოებაზე აღმოსავლეთიდან ჩინეთი იზრუნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:18
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: საქართველოს უსაფრთხოებაზე აღმოსავლეთიდან ჩინეთი იზრუნებს
04 აპრილი, 2015. 13:17


 

„ქართულ მედიას უყურადღებოდ დარჩა საკითხი, რომელმაც, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დიდი გავლენა მოახდინოს საქართველოზე",- ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა.


მისი განმარტებით, საქართველოს საგარეო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. პოლიტოლოგის თქმით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ქართველებს დაანახვა, რომ უსაფრთხოების მხრივ მხოლოდ დასავლეთზე დამოკიდებული ვერ იქნება.


„უკრაინის მოვლენებმა დაგვანახვა, რომ დასავლეთი ყოვლისშემძლე არ არის, ის ბევრს აკეთებს, მაგრამ არის ზღვარი, რომლის იქით დასავლეთს უჭირს ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ და ყველა ქვეყანამ, რომელიც მხოლოდ დასავლეთზეა დამოკიდებული უსაფრთხოების თვალსაზრისით, სხვა გზები უნდა ვეძებოთ.

 

დასავლეთს ახლა უჭირს იმ ტიპის რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა. საქართველომ რამე უნდა მოიფიქროს და მგონი, ალტერნატიული ვარიანტები ჩნდება. კეთდება ახალი სატრანსპორტო მაგისტრალი, უნიკალური თავისი სიდიდით და სიმძლავრით - პეკინიდან ევროპამდე და ეს ხაზი საქართველოზე გადის. თუ ჩინეთისთვის აბრეშუმის გზის ხაზი მნიშვნელოვანია, მაშინ საქართველოს უსაფრთხოებაზე უკვე აღმოსავლეთიდან ჩინეთი იზრუნებს",- აღნიშნა საყვარელიძემ.









 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016