reportiori.ge - სკანდალური საქმე - ეს ნინო გვენეტაძემ უნდა იცოდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:00
ინტერვიუ
სკანდალური საქმე - ეს ნინო გვენეტაძემ უნდა იცოდეს!
05 აპრილი, 2015. 01:47


 

 

„რაც გვიჩიანის და ჩემიას საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განახორციელა, ყოფილი თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის „კუდის  ბოლო მოქნევაა", - ასე აფასებენ  „AES თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების  გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები მოსამართლეების - პაატა სილაგაძის, მაია ოშხარელის  და გიორგი შავლიაშვილის მიერ დაჩქარებული წესით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საკითხს, რომლის მიხედვითაც, გვიჩიანი და მასთან ერთად ბრალდებული ნიკა ჩემია გამტყუნდნენ და უვადო პატიმრობა 15-წლიანი სასჯელით შეეცვალათ.

 

რატომ ითხოვენ ადვოკატები სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას?  რა „ფანდი" შეასრულეს აღნიშნულმა მოსმართლეებმა, რატომ არ სრულდება „AES თელასის" საქმე  და რა ხდება დღეს უზენაეს სასამართლოში?

 

„რეპორტიორს" ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა:

 

 

 


- მოსამართლეებმა განაჩენის თარიღი გააყალბეს და 13 მარტი მიუთითეს, რეალურად კი განაჩენი გამოტანილია 25 მარტის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც  უზენაეს სასამართლოს მივმართეთ განცხადებით და საქმის დიდი პალატის პირობებში განხილვა მოვითხოვეთ.


ვაპირებთ, მივმართოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მოსამართლეებმა კანონის გვერდის ავლით, საქმე საჩქაროდ ჯერ დაუშვეს განსახილველად  და მერე განიხილეს ზეპირი მოსმენის გარეშე.


-ამის უფლება არ ჰქონდათ?

 

- ფორმალურად ჰქონდათ ამის უფლება, მაგრამ  ასეთი გახმაურებული საქმე ზეპირი მოსამენის გარეშე - არ უნდა განეხილათ. დასხდნენ დარბაზში და რაც უნდოდათ, ის დაწერეს. არ მოგვცეს საშუალება, ზეპირი მოსმენით ჩვენი არგუმენტები ჩამოგვეყალიბებინა.


- თქვენ რას ითხოვდით?


-ჩვენ ვითხოვდით, რომ საქმე განხილულიყო დიდი პალატის მიერ - 9-კაციანი შემადგენლობით და ჩვენი ამ მოთხოვნის მერე, 2-3 დღეში გააშანშალეს განაჩენი. განაჩენი დაათარიღეს 13 მარტით, რაც ეჭვს იწვევს, იმიტომ, რომ ორი კვირა არ სჭირდება თბილისის ერთი უბნიდან მეორე უბანში გაგზავნას. ყოველივე ამის გამო, ჩვენ ვითხოვთ დისციპლინარული დევნის დაწყებას ამ მოსამართლეების მიმართ.


- კონკრეტულად რას მოითხოვთ, როგორ უნდა დაისაჯონ მოსამართლეები?


- დისციპლინური დევნა კონფიდენციალურია. რომც დააკმაყოფილონ,  მაინც არ  გააცხადებენ. ისე კი გულისხმობს გარკვეულ დისციპლინურ სახდელებს. დაპატიმრებს ან რამე სისხლსის სამართლის  საქმის აღძვრას არ გულისხმობს, მაგრამ თუ გამოიკვეთა, რომ თარიღი მართლა გაყალბებულია, ასეთ შემთხვევაში პროკურატურა ჩაერთვება გამოძიებაში. გამოძიება უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და თუ უფრო შორს წავა და ნიშნები გამოიკვეთება დანაშაულის, მერე ჩაერთვება პროკურატურაც.


- ვის ინტერესებს ატარებენ ეს მოსამართლეები, როგორ გგონიათ?

 

- ნინო გვენეტაძე მისულიც არ იყო, როცა მათ, ჩვენი  აზრით, 25-ში, შეადგინეს ეს დოკუმენტი. შესაძლოა, გვენეტაძე ჩარეულიყო ამ საქმეში, შეეცვალა კრიტერიუმები, დაეკმაყოფილებინა  დიდი პალატის  განხილვის მოთხოვნა, რაც მათთვის გამოიწვევდა იმის საფრთხეს, რომ  გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო და ამ შემთხვევაში,  როგორც მე მეუბნებიან, იმ დროს, როცა საქალაქო სასამართლოში პირველი განაჩენი დადგა მათ მიმართ, გიორგი შავლიაშვილი იყო საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და ყველას კარგად მოეხსენება, რომ სასამართლოების თავმჯდომარეების საშუალებით ხდებოდა ყველა შეკვეთის და დაკვეთის შესრულება. უშუალოდ მოსამართლეებს არ უკავშირდებოდა პროკურატურა და პოლიტიკური შემადგენლობა. სასამართლოს ხელმძღვანელებს უკავშირდებოდნენ და ისინი თავის მხრივ, ავალებდნენ რიგით მოსამართლეებს. არ გამოვრიცხავ, გიორგი შავლიაშვილის ინტერესებში შედიოდეს, არ დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი. ამიტომ სასწრაფოდ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი არის ჩვენი ვარაუდი, რაც ემყარება იმ საფუძვლებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ეს არის  გამოძების საგანი, პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან.


- ეს მოსამართლეები რომელ გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდნენ?

 

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, როგორც წესი, არც ერთ საქმეში არ მონაწილეობენ, იმიტომ, რომ როგორც წესი, საქმეების 99%-ს დაუშვებლად ცნობენ.  ის  1% კი, რომელსაც იხილავდნენ, ხდებოდა ასე, დაუსწრებლად,  ისე, რომ მათ ქმედებაზე არავის ჰქონოდა შეკამათების საშუალებაც კი. უზენაესი სასამართლო დღემდე აუღებელი ციხე-სიმაგრეა, სადაც საქმეების 99%-ს ცნობენ დაუშვებლად.


- გვენეტაძე რას აკეთებს ამ დროს?!

 

- გასარკვევია, როცა ამ საქმის ბედი წყდებოდა, უკვე იყო თუ არა მისული გვენეტაძე. უნდა გაირკვეს, როდის გამოაცხვეს ეს განაჩენი. 1-2 კვირაში ვერავინ ვერაფერს შეცვლის იქ, გარკვეული კრიტერიუმებია დაწესებული, რასაც დრო სჭირდება.  სავარაუდოდ, ეს იმიტომ, რომ გვენეტაძეს არ ჩაეხედა საქმეში, რადგან ამ საქმეს  გვენეტაძეც კარგად იცნობს და დიდი ალბათობით თავად მოისურვებდა ჩაეხედა ამ საქმეში.


- როგორ გგონიათ, ვინ ინტერესებში შედის, რომ ლომინაძის  საქმე არ გაიხსნას ბოლომდე?


- გახსნით, ალბათ, ვერც გაიხსნება, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან რთულადაა. ჯერ ის უნდა დადასტურდეს, რომ საქმე არ არის გახსნილი.  10 წელია  უდანაშაულო ადამიანები ციხეში სხედან ტყუილად. ეს საქმე რომ ობიექტურად გამოიძიონ, აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება - დაწყებული პროკურორებით და გამომძიებლებით - მოსამართლეებით დასრულებული.  ეს არის მთავარი მიზეზი.



გვიჩიანისა და ჩემიას ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ ნინო გვენეტაძე მომხდარს სწორ სამართლებრივ შეფასებას მისცემს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016