reportiori.ge - ილია მეორე: სიკეთეს უფრო ძნელად ვაკეთებთ, ვიდრე ბოროტებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:06
მთავარი თემა
ილია მეორე: სიკეთეს უფრო ძნელად ვაკეთებთ, ვიდრე ბოროტებას
05 აპრილი, 2015. 20:38

 



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა. უწმინდესმა დღევანდელი დღის მადლზე ისაუბრა.

 


„სახარებაში წერია, რომ მთელი ქალაქი შეიკრიბა, როცა უფალი იესო ქრისტე შედიოდა იერუსალიმში და მთელი მოსახლეობა ელოდა იმას, რომ უფალი ქრისტე დაჯდებოდა ტახტზე დავითისასა. მიწიერ მეფეს ელოდნენ ისინი, მაგრამ იესო ქრისტე ტიროდა, რადგან ცვალებადია ადამიანი. ხალხი ღაღადებდა და ამბობდა "კურთხეულ არს მომავალი სახელისა უფლისათა. უფალმა იცოდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხი იყვირებს, ჯვარს აცვი იესეო. ასეთი ცვალებადია ადამიანი, როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი - ყოველი კაცი ცრუ არს. და აი ჩვენ შევთხოვთ უფალს, ეს სიხარული გაგვიგრძელოს. ამ სიხარულის შემდეგ მართალია, ჯვარცმა მოდის, თუმცა ჯვარცმის შემდეგ აღდგომა და ამაღლება მოდის", - ბრძანა პატრიარქმა.

 



ქადაგებისას ილია მეორემ ადამიანის ბუნების სისუსტეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანის ბუნება სუსტია და ხშირად სიკეთეს უფრო ძნელად აკეთებს, ვიდრე ბოროტებას.

 


„უფალი ტიროდა იმიტომ, რომ ეს იყო შესვლა იერუსალიმში და ეს იყო სიკვდილთან შეხვედრა. უფალმა იცოდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ სიკვდილი ელოდა. ვრწმუნდებით იმაში, რამდენად სუსტია ადამიანი, სიკეთე და ბოროტება რამდენად ახლოსაა ერთმანეთთან და როგორ უჭირს ადამიანს ბოროტების დათმობა და სიკეთის კეთება. თითქოს სიკეთეს უფრო ძნელად ვაკეთებთ, ვიდრე ბოროტებას. ამიტომ შევთხოვ უფალს, რომ მან ძალა და მადლი მოგვცეს", - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

 

 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016