reportiori.ge - ნანუკა და მამუკა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:06
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ნანუკა და მამუკა
ავტორი:
06 აპრილი, 2015. 13:44



კვირა საღამოს ხაზარაძე-სააკაშვილის გაერთიანებული პოლიტბორდელის „შეფინიამ", ნანუკა ჟორჟოლიანმა ჯოჯოხეთის მაშხალასავით გამოანათა, ჩემი ფეისბუქგვერდიდან 2014 წლის ოქტომბერში ბორჯომში, მამუკა ხაზარაძის „ბორჯომის" ქარხნის წინ გამართული აქციის ფოტოსურათები ამოკრიფა და გამოაცხადა - ხალხოოო, „ასავალ-დასავალი" და მისი ჟურნალისტები კრიმინალებს მფარველობენ, შეხედეთ, ვის გვერდით დგას დიტო ჩუბინიძე, ეს სურათი კომპეტენტურმა წყარომ მომაწოდაო!


ნანუკა, მე შაირი არ მინდოდა, მაგრამ, რადგან შენ და შენს ქმარს ჯერ უღვთოდ მოკლული და მერე გაძარცული ბადრი პატარკაციშვილის ცოდვა არ გასვენებთ, პირდაპირ გეტყვით - შენი წყარო და ღელეღურდანი უნდა ავამღვრიო!


ძვირფასო მკითხველო, „ასავალ-დასავალში" არაერთხელ დაიბეჭდა ბორჯომელი ბიზნესმენის შალვა აბულაძის ინტერვიუ, რომელიც ბორჯომელ ახალგაზრდებთან ერთად ცნობილ ყაჩაღ-ბანკირსა და შევარდნაძე-სააკაშვილის ხელისუფლების მეტასტაზს - მამუკა ხაზარაძეს უპირისპირდებოდა.


აბულაძემ 2014 წლის 19 ოქტომბერს ბორჯომში, ხაზარაძის მიერ მიტაცებული „ბორჯომის" ქარხნის წინ, ხალხმრავალი აქცია-პერფორმანსი მოაწყო და მამუკას სიმბოლური კუბო დაუდგა. მოდიოდნენ „ბორჯომის მეწარმეთა კავშირის" წევრები, ახალგაზრდები, რიგითი ადამიანები და ხაზარაძის კუბოზე პროტესტის ნიშნად აწყობდნენ ყვავილებს, რადგან მამუკა ხაზარაძემ მათ ათასწლოვანი და უნიკალური „ბორჯომი" მოჰპარა.


მე, როგორც „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა, ეს აქცია, ცხადია, გავაშუქე, რადგან ხალხი ამხელდა და ამათრახებდა ყაჩაღ-ბანკირს, რომელიც „ასავალ-დასავალს" დიდი ხანია დასაქცევად არის მომდგარი; სიტყვას აღარ გავაგრძელებ იმის შესახებ, თუ რა ფრონტი და უბედურებაა ატეხილი ჩვენსა და მამუკა ხაზარაძეს შორის...


ამ ამბიდან ცოტა ხანში აბულაძე რედაქციაში მეწვია - რესპონდენტი შეფიქრიანებული ჩანდა. მითხრა, რომ ბორჯომის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ავადსახსენებელმა და მამათმავლობაში მხილებულმა მამუკა ხვედელიანმა და მამუკა ხაზარაძემ მის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით ბრძოლა დაიწყეს.


აბულაძემ ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აუმხედრეს ოჯახის წევრები, როგორ ყვიროდნენ და იგინებოდნენხაზარაძე-ხვედელიანის მიერ ხელდასხმული კრიმინალები შეურაცხმყოფელ სიტყვებს მისი საცხოვრებელი სახლის წინ და როგორ მიუგზავნა ხაზარაძემ შუაკაცები - ოღონდაც ჩემს ქარხანას დაეხსენი და შენს კაფეში, რომელიც ბორჯომ-პარკის შესასვლელთან მდებარეობს, ჩვენი ხარჯებით შემოგიყვანთ „ბორჯომსო"!


აბულაძემ ხაზარაძე და მისი ბანდა სამი თითის კომბინაციაზე გაუშვა, ანუ გარიგებაზე არ წავიდა და სწორედ ამის შემდეგ გახდა იგი ბორჯომელი პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულიც და ძებნილიც.


არ უნდა დაგვავიწყდეს და საგანგებოდ ხაზი უნდა გავუსვათ ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს - ინტერვიუში, რომელიც შალვა აბულაძესთან რედაქციაში ჩავწერე და „ასავალ-დასავალის" 2014 წლის ნომერშია გამოქვეყნებული, რესპონდენტმა „თიბისი ბანდის" უსტაბაშსა და ყაჩაღ-ბანკირ მამუკა ხაზარაძეს თხოვნით მიმართა - ნუ მებრძვი ბინძური მეთოდებით და ნუ მაიძულებ, მივუბრუნდე, ჩემს კრიმინალურ წარსულს, ვიბრძოლოთ თავით და არა ხელებითო!


ამ განცხადებიდან გაივლის სულ ცოტა ხანი და ბორჯომიდან გვიან ღამით ჩემი მკითხველები მირეკავენ, - ქალაქში სპეცოპერაცია იწყება და იგეგმება შალვა აბულაძის ლიკვიდაცია, რადგან, როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, აბულაძესა და ორ პოლიციელს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ორივე პოლიციელი დაიჭრა, ხოლო აბულაძე გაიქცაო!


სასწრაფოდ დავუკავშირდი მედიაკავშირ „ობიექტივს", რომლის პირდაპირ ეთერშიც გამოვხატე ჩემი პროტესტი და ვთქვი, რომ მამუკა ხაზარაძე და მამუკა ხვედელიანი - სააკაშვილის მონები, ყველაფერს გააკეთებდნენ და წავიდოდნენ ნებისმიერ პროვოკაციაზე, რათა შალვა აბულაძის სახით მოწინააღმდეგე თავიდან მოეშორებინათ! ისიც ვთქვი, რომ კარგად შეესწავლათ საბედისწერო ინციდენტის ისტორია, კერძოდ, რა მოხდა სინამდვილეში და ვინ მონაწილეობდა იმ უბედურებაში...


ახლა, ამრამდენიმე დღის წინათ, კიდევ რაღაც საშინელება მოხდა ვარკეთილში - რმელიღაც კრიმინალმა ერთი პოლიციელი დაჭრა, ერთი მოკლა და ყველა აბულაძისკენ იშვერს ხელს - ეს ამბავი „შალალოს" ნამოქმედარიაო! 


დაღუპული პოლიციელების წინაშე ქედს ვიხრი, მკვლელებისა და კრიმინალების ადგილი ციხეშია, მაგრამ ქართველი ხალხის სისხლით ვერგამძღარი და ავადსახსენებელი ერეკლე კოდუას ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანი „ასავალ-დასავალის", მისი ადვოკატისა და ჩემი სახელის ხსენებას პირის გამორეცხვის გარეშე როგორ ბედავს?!. 


ნანუკა, შენს გვერდით საჭმლის ჭამა არ შეიძლება და რას ხლართავ და ბანდავ თუ იცი?


მართლაც, არ შეიძლება შენს გვერდით საჭმლის ჭამა, ისევე როგორც მამუკა ხაზარაძესთან არ შეიძლება პურის გატეხვა, რადგან იმ გვამების სუნით ყარხარ, რომელსაც ვანო მერაბიშვილი შენს ავადსახსენებელ ქმართან ერთად უკვეთდა სპეცრაზმს, აქაოდა ორი გვამი მჭირდებაო; ხოლო მამუკა ხაზარაძე, „უბორნიის პოეტებისა" და „ტუალეტის მჯღაბნელების" სუნით ყარს!


ალბათ, ამიტომაც მიილტვით შენ და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთისკენ და ალბათ, ამიტომაც ეთამაშებით ერთმანეთს თვალებით დამალობანას „რუსთავი-2"-ის სტუდიაში.


პატივცემულო მკითხველო, ამასწინათ სააკაშვილის ორღობეში ნათრევი და ნაგორავები ერთ-ერთი ქალბატონი შეხვედრია ჩემს ძველ ნაცნობს და უთქვამს - ჩემი ხელით მინდა ავითალო ის ხორცი, რომელზეც მიშა მჩქმეტდაო!


დიდება უფალს, ამ ვნების კვირაში, როგორც ჩანს, ის ქალბატონი სინანულში ჩავარდა და სინანული კიდევ უდიდესი საოცრებაა. სინანულმა ხომ რიგითი მეძავი - მარიამ მაგდალინელი უდიდეს წმინდანად აქცია?! კომისია


ნანუკა, არც შენ, არც შენს დამნაშავე ოჯახს, არც მამუკა ხაზარაძესა და მით უფრო არც მიხეილ სააკაშვილს, სინანულის გრძნობა არ გაგაჩნიათ!


თქვენზეა ნათქვამი - დედაბერი „აპრუწუნებდა" და წყრებოდაო!


ქვეყანა ააქოთეთ, ააყროლეთ, საქართველო სისხლისა და ცრემლების ზღვაში აბანავეთ და შენ, შენი სპონსორი ხაზარაძე და შენი პატრონი სააკაშვილი ბედავთ და ქართველ ხალხს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით  ელაპარაკებით?!


ნანუკა, გაკრიალებული სტუდიებისა და აპარტამენტებისკენ შენ, მამუკა ხაზარაძემ და თქვენმა მწყემსმა მიხეილ სააკაშვილმა სისხლით, ტალახით, საშინელი სიმყრალითა და ღალატით გაპოხილი გზებით იარეთ - კანიც ბევრჯერ გამოიცვალეთ, ვარცხნილობაც და ტანსაცმელიც, მაგრამ სადაც გაივლით, ბინძური სუნი მაინც არ გშორდებათ!


მაცხოვრის საფლავიდან ტელერეპორტაჟის მომზადება აბსოლუტურად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სულში მაცხოვარი იპოვო!


ბინძურო ადამიანებო, ვნების კვირააა და შანსი გეძლევათ, გადაირჩინოთ თქვენი ბინძური სულები!

 

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016