reportiori.ge - ნიკა მჟავანაძე: ნანუკა ჟორჟოლიანო, უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული და ძებნილი ერეკლე კოდუას მეუღლე რომ ხარ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:13
ინტერვიუ
ნიკა მჟავანაძე: ნანუკა ჟორჟოლიანო, უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული და ძებნილი ერეკლე კოდუას მეუღლე რომ ხარ...
ავტორი:
06 აპრილი, 2015. 13:59


 

 

4 აპრილს „ვარკეთილის მეტროსთან" პოლიციელის მკვლელობის კვალდაკვალ, რომელშიც ეჭვმიტანილად ჩვენი გაზეთის ერთ-ერთი რესპონდენტი შალვა აბულაძე დასახელდა, სააკაშვილის ზონდერ-ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, „ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ ნაცებისთვის ჩვეული უბინძურესი კამპანია წამოიწყო - მან შალვა აბულაძე „ასავალ-დასავალის" თანამებრძოლად გამოაცხადა! ამ სიბინძურეს მედიასაშუალებებში გამოეხმაურა „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელთან ინტერვიუსაც აქვე გთავაზობთ.

 

- ბატონო ნიკა, სააკაშვილის „ჯიბის ნანუკა" „ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ ლამის „ჯვაროსნული ლაშქრობის" დაწყებისკენ მოუწოდებს...


- ...ის, რაც ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკეთა, როდესაცპრაქტიკულად, პოლიციელების მკვლელობაში თანამონაწილედ გამოაცხადა „ასავალ-დასავალი", იმდენად, ამაზრზენი სიბინძურეა, რომ ამას მხოლოდ ნაცი თუ იკადრებდა!


მე, უფლებადამცველი ნიკა მჟავანაძე, ოფიციალურად მოვითხოვ და მოვუწოდებ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას", დაუყოვნებლივ განიხილოს ეს საკითხი და გამოიტანოს ვერდიქტი ნანუკა ჟორჟოლიანის ამაზრზენ ანტიჟურნალისტიკაზე!

 

- მოდით, დეტალურად განვიხილოთ, რას აბრალებს „ასავალ-დასავალს" ეს ერთუჯრედიანი დედაკაცი, რომელიც, რა თქმა უნდა, სააკაშვილისა და მისი ბანდის დავალებას ასრულებს ჩვენი დისკრედიტაციისთვის...

 

- როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, მას „ანონიმურმა წყარომ" მიაწოდა ფოტო, რომელზეც „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძესთან ერთად არის გადაღებული! არადა, ეს ფოტო დიტომ თავის ერთ-ერთ რესპონდენტთან გადაიღო შარშან, ოქტომბერში, როდესაც ბორჯომში ჩავიდა და გააშუქა ბორჯომელთა პროტესტი ხალხის ქონების მიმტაცებელი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ! მითუმეტეს, რომ ამ ფოტოს მოძიებას არანაირი „ანონიმური წყარო" და „შტირლიცი" არ სჭირდებოდა, რადგან ის დღესაც დიტო ჩუბინიძის ფეისბუქგვერდზე დევს ფოტოარქივში!


რამდენად უსინდისო უნდა იყოს არსება, რომ ჟურნალისტს და გაზეთს დააბრალო, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თქვენი თანამებრძოლია, რადგან მასთან ფოტო გაქვთ გადაღებულიო!


ასე, ნანუკა ჟორჟოლიანს მიხეილ სააკაშვილთან ერთად უვადო პატიმრობა ეკუთვნის! რამდენ მკვლელთან და ჯალათთან მაგას ფოტო გადაუღია და ინტერვიუ აუღია, ყველას გამო პასუხი მოვთხოვოთ?!

 

- არადა, უნდა მოვთხოვოთ! ჩემი აზრით, სწორედ ერთ-ერთ ასეთ მკვლელთან და ჯალათთან - ერეკლე კოდუასთან, ის, მთლად, სარეცელს იყოფს!


- ჰოდა, ნანუკა ჟორჟოლიანო, უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული და ძებნილი ერეკლე კოდუას მეუღლე რომ ხარ, სხვის არარსებულ კრიმინალზე რა ნამუსით გიბრუნდება ენა?!


ნანუკა ჟორჟოლიანი ვითომ, ასე რომ სწუხს პოლიციელების მკვლელობაზე, რატომ მაშინ არ იღებდა ხმას, სააკაშვილის ზონდერები პოლიციელის საპატიო სახელს რომ არცხვენდნენ და ახალგაზრდებს ქუჩა-ქუჩა რომ ცხრილავდნენ?!


ვინმეს გაუგია ნანუკა ჟორჟოლიანის წუხილი გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძისა და უამრავი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის გამო?!


მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩემთვის ნათელია:


ეს არის პირადად სააკაშვილის მიერ დაკვეთილი უბინძურესი კამპანია „ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ, რადგან მიშიკოს დღემდე ეშინია თქვენი გაზეთის!


„ასავალ-დასავალი" დღემდე პრინციპულად ითხოვს სააკაშვილის ბანდის გასამართლებას და სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მებაირახტრეა საქართველოში, ამდენად, რა მუცლის გვრემაც აქვთ ნაცებს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს! კომისია

 

- ისე, ზონდერ-ნანუკამ ისიც მოგვაძახა, „ასავალ-დასავალი" რუსეთის ფსბ-ს ქვეგანყოფილებაა და ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობსო...


- ჰოდ, ეს ნაცების ძველი „ოპერიდანაა"! ასე, ბიძინა ივანიშვილიც ხომ „კრემლის აგენტია"?!


- „ასავალ-დასავალი" წლების განმავლობაში წერდა, რომ „პუტინის პუტანა" სააკაშვილი, რომელმაც კრემლს მთელი სტრატეგიული სიმდიდრე მიჰყიდა და, 2008 წლის აგვისტოში, ზედ ძირძველი ქართული მიწებიც მიაყოლა, სახელმწიფო ღალატისთვის უნდა გასამართლდეს!


- აბსოლუტურად, გეთანხმებით, სააკაშვილის ბანდის წევრები სხვას რომ დააბრალებენ „რუსეთის აგენტობას", ეს უკვე სასაცილოც აღარ არის!

 

ესაუბრა  გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016