reportiori.ge - დავით ნარმანიას საყურადღებოდ! - აკაკის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ნუ მოკლავთ აკაკის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:19
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დავით ნარმანიას საყურადღებოდ! - აკაკის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ნუ მოკლავთ აკაკის!
ავტორი:
06 აპრილი, 2015. 17:49



 

ამ რამდენიმე დღის წინათ „დინამოს" სტადიონის მიდამოებში მოვხვდი და, ჩვეულებისამებრ, აკაკი წერეთლის გამზირის დასაწყისში, სკვერში მდგარ დიდი პოეტის ძეგლს შევავლე თვალი! ნეტავი, არ შემეხედა! აკაკის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ უგულისყურო მოხელეები აკაკის კლავენ!


დიახ, ძვირფასო მკითხველო, ალბათ, თქვენც შეგიმჩნევიათ, რა სავალალო მდგომარეობაშია წერეთლის გამზირის დასაწყისში მდგარი დიდი აკაკის ძეგლი!


შემოძარცული და შემოტყავებული აკაკის ქანდაკი, რომელსაც, როგორც ჩანს, პოსტამენტიდან მარმარილოს ფილები მოჰპარეს, საშინელი სანახავია ნებისმიერი ქართველისთვის, ვინც ამ ქვეყნისაა და ერთხელ მაინც შეუგრძნია აკაკისეული:

 

„ჩონგური საქართველოა,

სიმები ჩვენ ვართ ყველაო..."

 

„ჩონგური" შემთხვევით არ მისხენებია, რადგან იქვე, სკვერის სიღრმეში მდგარ, ასევე, შემოძარცულ-შემოტყავებულ და უფუნქციო შადრევნის ცენტრში, აკაკისეულ ლირას დიდი პოეტის სწორედ ეს სიტყვები აწერია!


დიახ, აკაკის „ჩონგური" და „ლირა" სრულ სიბინძურეში გდია!


აი, სწორედ ამ სულისშემძვრელი კადრების შემდეგ გადავწყვიტე წინამდებარე წერილის დაწერა!


მე არ ვიცი, ეს საკითხი დედაქალაქის მერიას ეხება, კულტურის სამინისტროს თუ კიდევ სხვა ვინმეს!


მე ის ვიცი, რომ ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, უკიდეგანოდ შეურაცხმყოფელია, რომ დიდი აკაკის ძეგლი და აკაკის დაირაზე ამოკვეთილი წმინდა სიტყვები „ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო!" - ასეთ სავალალო მდგომარეობაშია!


დიდი აკაკის ძეგლის ასეთი მდგომარეობა შეურაცხმყოფელია ყველა ქართველისთვის, რომელიც თავს სწორედ აკაკისეული ჩონგურის ერთ-ერთ სიმად მიიჩნევს და ამით ამაყობს!


თუ ჩვენი ადგილობრვი და ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსანნი თავს საქართველოს სიმად არ მიიჩნევენ?! არადა, თბილისში არაერთი უცხოტომელის ძეგლია, რომელსაც ჩვენი ხელისუფალნი, როგორც იტყვიან, ცივ ნიავს არ აკარებენ!


შეხედეთ, როგორ ლაპლაპებს რონალდ რეიგანის სკულპტურა „შუშის ხიდთან"!


იხილეთ, რა პატივშია უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს ქანდაკება ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის წინ!


ბარემ, სიტყვამ მოიტანა და იმასაც ვიკითხავ:


თუ ტარას შევჩენკოს ძეგლი ასე ლაპლაპებს, იქვე, უნივერსიტეტის ეზოში მდგარი უდიდესი ქართველი მეცნიერების - ივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, პეტრე მელიქიშვილის და სხვა დიდი მამულიშვილების სკულპტურებმა რაღა დააშავეს, ასეთ სავალალო მდგომარეობაში რომ არიან?!


მოკლედ, ბატონო დიდმოხელეებო!


კეთილი ინებეთ და მოუარეთ - აღადგინეთ და გაალაპლაპეთ აკაკი წერეთლის ძეგლი!


კეთილი ინებეთ, შეაკეთეთ და დაასუფთავე%თ შადრევანი წერეთლის გამზირის დასაწყისშივე მდებარე სკვერში, რომლის ცენტრში დგას აკაკის ლირა, ერთობ სიმბოლური წარწერით:


„ჩონგური საქართველოა,

სიმები ჩვენ ვართ, ყველაო!"


და თუ ჩვენი ქართული ჩონგურის სიმები არ ხართ, ესეც გვითხარით, როგორმე!


თუ არადა, ამას ისევ, დიდი აკაკის ძეგლი და მისი ლირა გვეტყვის, კვლავაც!

 

 

 

გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი"



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016