პანკისის ხეობის, სოფელ დუსიდან ორი ახალგაზრდა სირიაში საბრძოლველად წავიდა.
ახალგაზრდების ოაჯხის წევრების განცხადებით, მათ მსგავსი ინფორმაცია არ ჰქონიათ და ბავშვებს არასდროს უთქვამთ, რომ სირიაში წასვლას გეგმავდნენ.
16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის დედა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. გასული კვირის ხუთშაბათს მუსლიმი სკოლაში წავიდა, მოგვიანებით, კი დედამ პოლიციისგან შეიტყო, რომ მისმა არასრულწლოვანმა შვილმა საჰაერო საზღვარი ისე გადაკვეთა, რომ მშობლებისგან საჭირო ნებართვა არ ჰქონია.
ადგილობრივების ინფორმაციით ახალგაზრდები დუისთან ყოველ დღე უცნობ პირებს ხვდებოდნენ.
პანკისში უხუცესთა საბჭო შეიკრიბა. საბჭოს წევრები ხელისუფლებისგან დამცავი მექანიზმისა ან საკანონმდებლო წესის შექმანს მოითოვენ, რომელიც საზღვარგარეთ წარმოებულ ბრძოლებში ქართველი ახალგაზრდების ჩართვას გააკონტროლებს.
საბჭოს სხდომას ხეობაში მცხოვრები ვაჰაბიტებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ მიმართვას ხელი არ მოაწერეს.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)