ხმაური დარბაზში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ვანო წიკლაურის გადაწყვეტილების გამოცხადებას მოჰყვა.ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის საქმეზე სააპელაციო საჩივარი ,რომელშიც დავით კეზერაშვილის სახელი ფიგურირებს არ დაკმაყოფილდა.
საქმე ეხება ხელშეკრულების ბათილად ცნობას .2010 წელს „არგოტრანსლიმიტედმა" ფოთის ნავსადგურთან გააფორმა ხელშეკრულება,რომლის მიხედვითაც კომპანია „არგოტრანსლიმიტედს" გადაეცა ფოთის პორტში ქიმიური და ნავთობპროდუქტების შემცველი ნედლეულის შემოტანის 20 წლიანი ექსკლუზიური უფლება.ბიზნესმენი ნიჟარაძე ამბობს,რომ მის მფლობელობაში არსებული ფოთის ნავსადგურის მეორე და მესამე ნავმისადგომი კეზერაშვილმა მიითვისა.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე,"არგოტრანსლიმიტედმა" გადაზიდვაზე მაშინდელი მაღალჩინოსნის,კონკრეტულად კი კეზერაშვილის წყალობით მოიპოვა მონოპოლია. ბიზნესმენი ნიჟარაძე კეზერაშვილს წილების მითვისებაში ადანაშაულებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესს წინ უსწრებდა უფლებადამცვლეთა აქცია,ისინი მოსამართლეს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ,რამდენიმე უფლებადამცველმა და ნიჟარაძის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ხაჭაპურიძე ამბობს,რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უსამართლოა და მოსამართლეებზე ზეწოლაზე საუბრობს.რაც შეეხება მეორ მხარეს.შპს"არგოტრანსლიმიტედის"ადვოკატის,ირაკლი კორძახიას თქმით,მისი დაცვის ქვეშ მყოფ კომპანიასთან ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს არაფერი აკავშირებს და ეს კომპანია დავით იაკობაშვილს ეკუთვნის.
ცნობილია,რომ იაკობაშვილის საკუთრებაშია კომპანია „გალფი",რომლის სახელთანაც დავით კეზერაშილი ასოცირდება
შალვა ხაჭაპურიძე დღევანდელი გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს