„ზურა ვაზაგაშვილსაც და საშკა ხუბულოვსაც იარაღები ჰქონდათ. მე მათ მანქანაში ვნახე „ჩეჩეს" და „ვალტერის" ტიპის პისტოლეტები, მაგრამ მათ ამ იარაღებიდან არ გაუსვრიათ. ამ ბიჭებს პირდაპირ გაუხსნეს ცეცხლი და ჩაცხრილეს, შემდეგ კი პისტოლეტები ჩაუდეს და მანქანიდან ცხრა გასროლილი გილზა ამოუღეს "- ეს განცხადება კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა გელა მებინიამ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
იგი ირაკლი ფირცხალავას მკვლელობაში ადანაშაულებს და იმასაც განმარტავს, თუ რისთვის დასჭირდა მას მათი ჩახოცვა - „მე გეუბნებით, რომ ირაკლი ფირცხალავამ ჩაიდინა მკვლელობა და იგი მკვლელია!.. ზურა ვაზაგაშვილი და საშკა ხუბულოვი იმ დღეს მიდიოდნენ არა ვინმეს დასაყაჩაღებლად, არამედ ისინი მიდიოდნენ შესახვედრად და სალაპარაკოდ ფირცხალავას მეგობრებთან! ფირცხალავამ სწორედ ამ თავისი მეგობრის ინტერესებიდან გამომდინარე ჩახოცა ეს ბიჭები... მე პირდაპირ ვადებ ხელს ირაკლი ფირცხალავას, ირაკლი ქადაგიძეს, ლევან გვაზავას და გიორგი ცააძეს. ამათ კისერზეა 2006 წლის 2 მაისის ჩიგბურთის კორტებთან დაღვრილი სისხლი და საშკა ხუბულოვის და ზურა ვაზაგაშვილის სიკვდილი!" - განაცხადა „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში გელა მებონიამ.
როგორც კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, იგი აპირებს, კორტებთან ჩაცხრილურლი ბიჭების საქმეზე, პროკურატურას დეტალური ჩვენება მისცეს.