reportiori.ge - შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:55
სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
17 ოქტომბერი, 2013. 11:27

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ასმათ . ნარკოდანაშაულის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თურქეთიდან 3 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი" და 4 აბი „სუბოქსინი" შემოიტანა. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 96 გრამი ნარკოტიკული საშულება, რომელიც 21 გრამ „ჰეროინ"-ს შეიცავს და ასევე, 0,032 გრ ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინი".

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016