reportiori.ge - დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტის თქმით, ზურაბ ჟვანია გაზით არ გაგუდულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 02:29
პოლიტიკა
დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტის თქმით, ზურაბ ჟვანია გაზით არ გაგუდულა
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 13:09

რატომ არ დევს ზურაბ ჟვანიას საქმეში, შემთხვევის ადგილზე გადაღებული გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ფოტოები? ამ კითხვას დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სვამს. ნიკოლეიშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზი  გაზით გაგუდვა არ გამხდარა.

 „100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ იქ გაზით გაგუდვა არ ყოფილა. რაც შეეხება პროკურატურას, მას გადამოწმების გაცილებთ მეტი საშუალება აქვს და როგორ უნდა გაკეთდეს ეს, კარგმა გამომძიებელმა ჩემზე უკეთ იცის. ჭკვიან გამომძიებელს შეუძლია ამ მინუსებს გაჰყვეს,როგორც გზის მაჩვენებელს და მივიდეს კონკრეტულ დასკვნებამდე",- აცხადებს ნიკოლეიშვილი.

დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტის თქმით, სიკვდილის რეალური მიზეზების დადგენაში გადამწყვეტი როლი იმ ექსპერტებს ეკისრებათ, რომლებმაც გარდაცვლილი პრემიერი გაკვეთეს.

„ბოლოს და ბოლოს, იმ ექსპერტებმა შეიძლება თქვან სიმართლე, ვინც მაშინ დაშინებულები იყვნენ.ძალიან, საინტერესო იქნებოდა იმ ექსპერტი ბიოლოგის პასუხი დღეს კითხვაზე-რით ახსნის ის იმ ციფრებს შორის სხვაობას, რომელიც ქრომატოგრაფმა სხვადასხვა დღეს სხვადასხვა აჩვენა? ან, დალოცვილო, როგორ თქვი განსაზღვრული ციფრი, როდესაც ქრომატოგრაფი იმ დღეს შენ იქ არ გქონდა? ეს ადამიანი ხომ ჯანმრთელად არის? ღმერთმა კარგად ამყოფოს. მას, ალბათ, აუცილებლად დაკითხავდა გამომძიებელი",- აცხადებს ნიკოლეიშვილის გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან" საუბრისას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016