თუკი მაგიდაზე დომხალი გონებაში დომხალს უდრის, რა უნდა ვიფიქროთ ცარიელი მაგიდის შესახებ?
ალბერტ აინშტაინი
მშობლებით იწყება.. მერე მასწავლებლები, თანამშრომლები, მეგობრები... ყველა იმაზე წუწუნებს, რომ ძალიან მოუწერიგებელი ხართ და თქვენს ოთახსა თუ სამუშაო მაგიდაზე ნამდვილი დომხალია. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ წესრიგს უნდა მივეჩვიოთ, რადგან ეს ორგანიზატორული უნარების განვითარებას უწყობს ხელს, რაც თითქოს ასე აუცილებელია მომავალი წარმატებისთვის, თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგებმა უკვე სხვანაირად ფიქრი დაიწყეს.
რა ხდება თქვენს სამუშაო მაგიდაზე ახლა? ცარიელი ფინჯნები, სანახევროდ გაკეთებული პროექტები, ნაჯღაბნი ფურცლები... ეგებსავსესაფერფლეც, კოკა-კოლისქილა, ანსამკაულებიც ეყაროს... მარტივად ვთქვათ - ქაოსი. სხვების თვალში ასეა, თუმცა ხანდახან ადამიანების არეულობა მეთოდურია.
მინესოტას უნივერსიტეტის ფსიქოლოგი კეტლინ ვოზი შეეცადა გადაემოწმებინა რამდენად არის ერთმანეთთან კავშირში ორგანიზატორული უნარები, არეული ოთახი და წარმატება.კვლევამ აჩვენა რომ არეული ოთახების პირობებში შემოქმედებით უნარები, ადამიანის კრეატივი გაცილებით მაღალია.
როგორ? პირველ რიგში, კრეატიული აზროვნება საყოველთაოდ მიღებული მსჯელობისგან განსხვავდება. აინშტაინს მოსწონდა არეული ოთახი და მიაჩნდა, რომ ყოველგვარი ქაოსი გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. ის მარტო არ იყო. მარკ ტვენი თავის პერსონაჟებს მისი არეული მაგიდის პირმშოებად თვლიდა. ქაოსი ჰქონდა მაგიდაზე სტივ ჯობსსაც. ვოზი მიიჩნევს, რომ მათ გენიალურობაში გარკვეული წვლილი არეულობამაც შეიტანა.
მოკლედ, არეულობა სულაც არ ნიშნავს უწესრიგობას. ის, რაც პედანტ ადამიანებს დომხალი ჰგონიათ, შემოქმედებითი ადამიანების დალაგების სისტემაა, რომელშიც თავად შესანიშნავად ახერხებენ იმ ნივთებისა და იდეების პოვნას, რაც თავად სურთ. ასე რომ, ნურასოდეს ნურავის მოუბოდიშებთ არეულობის გამო, ყველამ თავის მოწესრიგებულ გონებას მიხედოს!
წყარო: dare.ge