რუსთაველის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. რობერტ სტურუას „მარია კალასს“ მაყურებელი ამჯერად განსხვავებულ სივრცეში იხილავს.
სპექტაკლი, რომელიც ფაბრიკა-თეატრისთვის დაიდგა, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გადადის.
„სცენაზე შევქმენით ზუსტად მისი ასლი. მიზანსცენების მხრივ არაფერი შეიცვალა. მაყურებელი მივაჩვიეთ პოპ ხელოვნებას. უფრო ადვილად მისაწვდომს. ხშირად მითქვამს, რომ რეკლამა სჭირდება კოკა-კოლას, რუსთაველის თეატრს არ სჭირდება რეკლამა. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ სჭირდება, დრო შეიცვალა.
პოლიტიკის სამყარო ისეთივე კრიმინალურია როგოც მაფია. ამიტომ ლაპარაკი ადამიანურ ურთიერთიბებზე ზედმეტია. ამ დასკვნამდე მე მივედი მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩემს სამშობლოში მომხდარმა ამბებმაც დამარწმუნეს რომ ეს უზნეო სფეროა ადამიანის მოღვაწეობის.“- განაცხადა სტურუამ „პირველი არხის“ ჟურნლაისტთან საუბრისას.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)