reportiori.ge - ქალაქი, სადაც ყველა მუშაობს, არ არის პოლიცია, ხოლო საშუალო ხელფასი 1200 ევროა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 21:57
სხვადასხვა
ქალაქი, სადაც ყველა მუშაობს, არ არის პოლიცია, ხოლო საშუალო ხელფასი 1200 ევროა
ავტორი:
10 აპრილი, 2015. 14:27


საუბარია ესპანეთის სამხრეთში, პროვინცია ანდალუზიაში მდებარე პატარა ქალაქ მარინალედაზე. მისი წარმატების საწინდარი საერთო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია. ერთი შეხედვით მარინალედა სამხრეთის სხვა ქალაქებისგან არაფრით განსხვავდება. კამპინას ხეობაში გაშენებული და ამწვანებული გორაკებით გარშემორტყმული ძალიან ლამაზი სანახავია. ირგვლივ ზეთისხილის პლანტაციები და ხოდაბუნებია, კარგად დაკვირვებული თვალი აღმოაჩენს, რომ აქ განსხვავებული, ანტიკაპიტალისტური სახელმწიფოს მოწყობაა. 2008 წლის ფინანსური კრიზისისას ქალაქელებმა, მერად, საკმაოდ ოდიოზური ფიგურა ხუან მანუელ სანჩეს გორდილიო აირჩიეს, რომელსაც ზედმეტ სახელად „ესპანელ რობინჰუდს" ეძახდნენ. მან თავად მისცა მაგალითი მარინალედელებს, სუპერმარკეტებიდან უფასოდ გამოჰქონდა კვების პროდუქტები და მოსახლეობას ურიგებდა. თავად ამას შემდეგნაირად ხსნიდა: „ბევრ ოჯახს მაღაზიაში შესვლა არ შეუძლია, XXI-ე საუკუნეში ეს სირცხვილია. საჭმელი არ არის ის პროდუქტი, რითაც ჯიბეები უნდა გაისქელონ სპეკულანტებმა!"


 

ეს რომ გერმანიაში, აშშ-ი ან ინგლისში მომხდარიყო გორდოლიო დიდი ხანია ციხეში მოხვდეოდა, მაგრამ არა ესპანეთში. აქ ის ქალაქის მერი გახდა და რეალობად აქცია სოციალისტური უტოპია. მის ქალაქში საჭმელი და პირველადი მოხმარების საგნები არავის აკლია. გორდილიომ გამოაცხადა ვისაც საკუთარი სახლი უნდა, შეუძლია ეს უფასოდ გააკეთოს. ოღონდ საერთო ფარი არ უნდა აღემატებოდეს 192 კვ.მ-ს,ხოლო მასალას და მუშახელს მუნიციპალიტეტი აძლევდა. ოჯახი იღებდა ერთადერთ ვალდებულებას – სიცოცხლის ბოლომდე ყოველ თვე იხდიდა 15 ევროს და სახლის გაყიდვაც არ შეეძლო.

 

 

ანდალუსიაში ახლა დიდი უმუშევრობაა. მარინალედაში 2700 ადამიანი ცხოვრობს და ყველა მუშაბს ერთსა და იმავე ადგილზე – ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში. შემოსავალს თანაბრად იყოფენ და საშუალოდ თვეში 1200 ევრო გამოსდით, რაც ესპანეთის დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით ფანტასტიკური შედეგია.

 

 

„მარინალედა – უბრალოდ პატარა მაგალითია. ჩვენ გვინდა ეს გამოცდილება მთელ მსოფლიოში გავავრცელოთ“ – ამბობს გორდილიო.

 

 

 

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016