reportiori.ge - ხაჩიძე: ამ ხუმრობა-მაიმუნობაში, ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება მართლა მარგველაშვილი გახდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 02:24
პოლიტიკა
ხაჩიძე: ამ ხუმრობა-მაიმუნობაში, ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება მართლა მარგველაშვილი გახდეს
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 13:17

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის გოგა ხაჩიძის განცხადებით,  თუკი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდება, ამის ერთადერთი მიზეზი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

„ახლა ვფიქრობ, ამ ხუმრობა-მაიმუნობაში, ქვეყნის პრეზიდენტი, შეიძლება მართლა მარგველაშვილი გახდეს... ადამიანები სწავლობენ, პოლიტიკურ კარიერას ნაბიჯ-ნაბიჯ იკეთებენ, გამოცდილებას იძენენ, თითქმის მთელი განვლილი ცხოვრება ემზადებიან, რომ ჯერ პრეზიდენტობის ჯანსაღი და რეალური ამბიცია გაუჩნდეთ და შემდეგ პრეზიდენტი გახდნენ... და მარგველაშვილი რატომ შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი?!...

იმიტომ რომ სრულიად საქართველოს ბიძინამ მოისურვა ასე...

ამის მეტი, სამყაროში მიზეზი არ არსებობს, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდეს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!

ნუ კარგი, „აწ" რომ არ არსებობს ზუსტად ვიცი და „უკუნითი უკუნისამდე" ღმერთმა ხელი მოუმართოს...",- განაცხადა ხაჩიძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016