reportiori.ge - ეკა ბესელია: მთლიანად იცვლება სასჯელაღსრულების სისტემა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:53
პოლიტიკა
ეკა ბესელია: მთლიანად იცვლება სასჯელაღსრულების სისტემა
11 აპრილი, 2015. 18:50



ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომელიც მომავალ სასესიო კვირაში დამტკიცდება და ამოქმედდება - პატიმრობის შესახებ სრულიად ახალი კოდექსი. როგორც ბესელიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, გაუქმდება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და ეს როლი გადავა ადგილობრივ საბჭოებზე.

 

 

„დასრულდა პატიმრობის კანონის ახალ პაკეტზე მუშაობა. ეს არის სრულიად ახალი ნორმები, მთლიანად იცვლება სასჯელაღსრულების სისტემა, უქმდება ე.წ. სასჯელაღსრულების დაწესებულება და იქმნება ახალი პენიტენციური დაწესებულება, მაგრამ ეს იქნება ერთიანი შემადეგენელი სამინისტროს ქვეშ და არა ავტონომიური, როგორც დღემდე არსებობდა. სრულიად ახალია ფოტოგადაღების უფლება, რომელიც მომავალ წელს ამოქმედდება. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მომავალ კვირას გახმოვანდება, ესაა მუხლი, რომელიც გადავდეთ მეორედ მოსმენის განხილვის დროს. მესამე მოსმენა იქნება შემდეგ სასესიო კვირაში, შეეხება პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას ე.წ. უდოს კომისიაში. შეთანხმებას გუშინ მივაღწიეთ, შედგა ახალი ფორმულირება. კერძოდ,  ის პრინციპი,  რომ პარლამენტის მიერ არჩეული ორი დეპუტატი, რომელიც იყო მონაწილე ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიაში, დარჩება. შეიცვლება მხოლოდ ის, რომ მუდმივმოქმედი კომისია უქმდება, მაგრამ ადგილობრივი საბჭოები რჩება. ხუთ ადგილობრივ საბჭოში იქნებიან პარლამენტიდან ჩართული წევრები, რომლებიც ყველა სხდომაზე იქნებიან უფლებამოსილნი, მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებებში",- განაცხადა ბესელიამ.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016