reportiori.ge - „მიმდინარეობს შიდა განახლების პროცესი“ - რა სიახლეები იგეგმება „ქართულ ოცნებაში“?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 03:51
პოლიტიკა
„მიმდინარეობს შიდა განახლების პროცესი“ - რა სიახლეები იგეგმება „ქართულ ოცნებაში“?
11 აპრილი, 2015. 19:38



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია პარტიაში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში" შიდა განახლების პროცესი მიმდინარეობს. როგორც ბესელიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახეზეა 3000-ზე მეტი  ახალი წევრის განცხადება, რომლებიც  პარტიაში გაწევრიანებას ითხოვენ.

 

 

„პარტიული სტრუქტურის თვალსაზრისით სიახლეები იგეგმება, მომზადდა შიდა დებულება სრულიად ახალი და საინტერესო მოდელი, რომლითაც მოხდება საოლქო სტრუქტურების გადაწყობა. ვგეგმავთ გარკვეულ სიახლეებს რაიონულ ორგანიზაციებში. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ადგილზე ჩატარდეს კონფერენციები და ადგილზევე შეირჩეს ახალი კადრები. პარტია ძლიერდება სტრუქტურულად და ევროპული ტიპის მოდელზე ხდება გადაწყობა. საინტერესოა სტრუქტურა, რომელიც არის შემოთავაზებული და რომელიც გულისხმობს იმას, რომ პარტიაში როგორც ცენტრალური, ასევე რაიონული ორგანიზაციები გადაეწყოს ახალ სქემაზე. ეს იქნება შიდაპარტიული, ორგანიზებულობის თვალსაზრისით საინტერესო პროცესი. დაახლოებით ორი-სამი თვე დავკავდებით ამ პროცესით, რომ მთლიანად მოვიცვათ მთელი პარტია, საქართველოს ყველა რაიონული ორგანიზაციის ჩათვლით და შემდეგ მოვემზადებით დიდი პარტიული კონფერენციისთვის - ყრილობისთვის. სიახლეები იქნება, ბევრი ადამიანი შეიძლება შემოემატოს, მსურველი ბევრია, 3000-ზე მეტი ახალი წევრის განცხადებაა, რომელიც ითხოვს გაწევრიანებას",- განაცხადა ბესელიამ.

 

 

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016