reportiori.ge - მამუკა მამულაშვილი: უკრაინაში ქართველები განზრახ არ ჩამყავს, არ მინდა მსხვერპლი იყოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:24
საზოგადოება
მამუკა მამულაშვილი: უკრაინაში ქართველები განზრახ არ ჩამყავს, არ მინდა მსხვერპლი იყოს
11 აპრილი, 2015. 15:16



ერთი თვის წინ რამდენიმე ქართველმა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი გამოხატა. ისინი უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილდაუკავშირდნენ და ვერის პარკში შეხვდნენ. ქართული ლეგიონის მეთაურმა განაცხადა, რომ  შეხვედრის მიზანი უკრაინაში წასვლით დაინტერესებული ადამიანების გაფრთხილება იყო, რომ მათ დამოუკიდებლად არ გადაწყვიტონ საბრძოლველად წასვლა.

 

 

გასარკვევად,  ჩავიდნენ თუ არა ქართველები უკრაინაში, „რეპორტიორი" მამუკა მამულაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ ამ ეტაპზე საქართველოდან მებრძოლების დამატება აუცილებლობას არ წარმოადგენს, პირიქით, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი რისკი იქნება, რომ ბრძოლას ქართველი შეეწიროს.

 

 

-რამდენმა გამოხატა უკრაინის გვერდში დგომის სურვილი და თუ ჩამოვიდა რომელიმე უკრაინამდე?

 

 

- ბევრი ჩამოვიდოდა რომ მიმეშვა, მაგრამ განზრახ არ ჩამყავს, არ მინდა ქართველებში მსხვერპლი იყოს. ჯერ საკმარისი ვართ, რაც ბევრი ვიქნებით, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ ვინმე დაიღუპოს.

 

 

-ვინ უზრუნველყოფს ქართველების ჩაყვანა-დაბინავება-პატრონობას?

 

 

- მე ჯერ არავინ ჩამყავს და რა უზრუნველყოფაზეა საუბარი. არიან სხვა ჯგუფებიც, რომლებთანაც მე დისტანცია მაქვს და ისინი რას საქმიანობენ, არ ვიცი. გიგი კალანდაძეც რამდენიმე კაციან გუნდს ხელმძღვანელობს.

 

 

-ცალკე რატომ არიან ერთი იდეოლოგია ხომ გაქვთ? რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა?

 

 

-კი, იდეოლოგია ერთია, მაგრამ სხვა გუნდია და ჩემთან არ ასოცირდებიან. ჩემს გუნდს რაც შეეხება, ვცდილობ ნაკლები ხალხი ჩამოვიდეს საქართველოდან უკრაინაში.



შეგახსენებთ, 7 მარტს, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ვერის პარკში  ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იმ ადამიანების გაცნობა იყო, ვისაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად წასვლა სურს.



 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016