reportiori.ge - კიდევ ერთი მტკიცებულება აკაკის უზადო ლოგიკისა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:38
კულტურა
კიდევ ერთი მტკიცებულება აკაკის უზადო ლოგიკისა
ავტორი:
11 აპრილი, 2015. 23:57



1905 წლის ზაფხულის ერთ-ერთ დღეს თბილისისაკენ მიმავალი აკაკი წერეთელი მიხაილოვოს (ამჟამად ხაშურის) რკინიგზის სადგურის სასადილო დარბაზში იჯდა და საუზმობდა. ამ დროს ჩამოდგა მატარებელი და ცოტა ხნის შემდეგ ბუფეტში შებრძანდა დიდი მთავარი - მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, რომელიც დასასვენებლად მიემგზავრებოდა თავის მამულში - ბორჯომში. კავკასიის ყოფილი მეფისნაცვლის დანახვაზე ყველანი წამოდგნენ. მხოლოდ აკაკი განაგრძობდა დამჯდარი დინჯად საუზმომას. "მისმა უდიდებულესობამ" ნამცხვარი მოითხოვა და ფეხზე დგომით შეუდგა ჭამას. უცებ მან თვალი მოკრა ჭაღარამოსილ, ევროპულად ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მას და დამჯდარი მშვიდად მიირთმევდა საუზმეს. გაკვირვებული დიდი მთავარი ნამცხვრის ჭამა-ჭამით მივიდა უცნობთან და აგდებული კილოთი ხმამაღლა ჰკითხა: "_კაკაია რაზნიცა მეჟდუ ჩელავეკომ ი ჟივოტნიმ? - ჟივოტნოე სტოია კუშაიუტ, ა ჩელოვეკ - სიდია. ვოტ კაკაია რაზნიცა. - მოურიდებლად უპასუხა აკაკიმ და კვლავ დინჯად განაგრძო საუზმობა. "მისი უდიდებულესობისათვის" ასეთი პასუხი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მას ენა ჩაუვარდა და გაოგნებული სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას.


 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016