reportiori.ge - მადლიერების დღისადმი მიძღვნილი პარაკლისი ტაძრებში 18:00 საათზე დაიწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 07:21
რელიგია
მადლიერების დღისადმი მიძღვნილი პარაკლისი ტაძრებში 18:00 საათზე დაიწყება
ავტორი:
12 აპრილი, 2015. 13:56



დღეს, აღდგომის დღესასწაულზე, 18:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში აღევლინება სამადლობელი საზეიმო პარაკლისი და მიმდებარე ქუჩების კურთხევა მოხდება.


ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს გადაწყვეტილებით, აღდგომასთან ერთად, ამიერიდან მადლიერების დღეც აღინიშნება. ამის შესახებ უწმინდესმა 22 მარტს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.


„მივიღე ასეთი გადაწყვეტილება: ამიერიდან, ყოველწლიურად, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მადლობას შევწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, შესრულდება სამადლობელი პარაკლისი და საგანგებო ლოცვა ღვთისადმი.

 

კვირას, საღამოს 6 საათზე კი შესრულდება სამადლობელი პარაკლისი; მთელი ერი სამღვდელოებასთან ერთად, ქუჩებში გავა და ნაკურთხ წყალს ასხურებენ. ამიერიდან ყოველი აღდგომა იქნება მადლიერების დღეც, ქართველი ხალხი მადლობას შესწირავს უფალს", - ბრძანა პატრიარქმა.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016