reportiori.ge - პანკისის სკოლიდან წაყვანილი ბავშვები ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:07
რეგიონები
პანკისის სკოლიდან წაყვანილი ბავშვები ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“
ავტორი:
12 აპრილი, 2015. 22:47

 


პანკისის სკოლიდან წაყვანილი ბავშვები ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში"16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი პანკისის ხეობიდან სირიაში 2 აპრილს წაიყვანეს. ფოტოზე, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა, სწორედ ისინი არიან აღბეჭდილები ტერორისტულ ორგანიზაციად წოდებული „ისლამური სახელმწიფოს" დროშის ფონზე. არსებული ინფორმაციით, საქართველოდან სირიაში გაგზავნილი სკოლის მოსწავლეები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში არიან.

 

მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი ჯერ კიდევ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სიაში ირიცხებიან. მუსლიმი მე-10, რამზანი კი მე-11 კლასში სწავლობდა. ისინი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში ცხოვრობდნენ.


ბავშვები ბოლო პერიოდში გაკვეთილებს რომ აცდენდნენ და სასწავლო პროცესის დროს სკოლის წინ მდებარე მეჩეთში იმყოფებოდნენ, მასწავლებლებმა მათი ოჯახის წევრებს მხოლოდ მას შემდეგ უთხრეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ისინი პანკისიდან სირიაში, ომში წავიდნენ.


საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს პასპორტით ან საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა ან პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით.


16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებით გადის საქართველოს პასპორტით და მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელის ნოტარიულად დამოწმებული ნებართვით - ქვეყნიდან გასვლის შესახებ.


მუსლიმ კუშტანაშვილის მშობლები ამინათ წინწალაშვილი და გივი კუშტანაშვილი ამბობენ, რომ მათ შვილისთვის არანაირი ნებართვა არ მიუციათ და არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, ბავშვი სირიაში წასვლას თუ აპირებდა.




როგორ მოახერხა არასრულწლოვანმა მუსლიმ კუშტანაშვილმა საქართველოდან გასვლა?


2 აპრილს, მშობლებმა შვილების ძებნა რომ დაიწყეს და ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებას მიმართეს, მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით პოლიციაში უთხრეს, რომ მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი, იმ დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, თურქეთში გაფრინდნენ.


მუსლიმ კუშტანაშვილის მამამ, გივი კუშტანაშვილმა 6 აპრილს წერილობით მიმართა შს სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია, საქართველოდან გასვლისას მის არასრულწლოვან შვილს ჰქონდა თუ არა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. გივი კუშტანაშვილს მოთხოვნილი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.


მანვე განცხადებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია, მისი კუთვნილი პასპორტით, რომელიც სახლიდან დაიკარგა, არის თუ არა საქართველოში რაიმე მოქმედება შესრულებული, როდის, სად და ვის მიერ. პასუხი ჯერ არც იუსტიციის სამინისტროდან მიუღია.


შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა, არასრულწლოვანის მიერ საქართველოდან კანონის დარღვევით გასვლასთან დაკავშირებით, 6 აპრილს განაცხადა: „არასწორად მოიქცა მესაზღვრე, როდესაც გამოეპარა მისი ვიზუალური შეხედულებით. ამ მესაზღვრემ როგორც ახსნა ეს არ გავდა არასრულწლოვანს და ეჭვი არ შეიტანა. თუმცა ეს არ ამართლებს რა თქმა უნდა. მოკვლევა დაიწყო და მოკვლევის შემდეგ დაიდება ბოლოს რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ ჩვენ. მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ".


მისივე თქმით, საქართველოს შსს დაუკავშირდა თურქულ სპეცსამსახურებს, რომლებსაც სთხოვეს, რომ შეძლებისდაგვარად იქნებ მოხდეს ბავშვის უკან დაბრუნება.


„ამაზე ვმუშაობთ. კიდევ აღვნიშნავ, გაგვეპარა ასე ვთქვათ, გაეპარა ამ მესაზღვრეს, არ გადაამოწმა მისი წლოვანება. შეიძლება ეხლა არ უნდა ვიძახდე ამას, მაგრამ ვიტყვი, რომ იყო ძალიან ხშირი შემთხვევა, როდესაც ჩვენ უკან დავაბრუნეთ ადამიანები და არა მარტო არასრულწლოვანები. დავეხმარეთ მათ ოჯახებს", - განაცხადა მინისტრმა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია, დაწყებულია თუ არა გამოძიება პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების, მათ შორის არასრულწლოვანის გაგზავნის ფაქტზე.



http://ick.ge/articles/21412--photo-.html


 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016