სააკაშვილსა და მის გუნდს, რომელმაც ამჯერად, უკრაინაში დაიწყო „კორუმპირეულ მაღალჩინოსანთა" პირდაპირ ტელეეთერში დაპატიმრება, როგორც მოსალონელი იყო, უკვე უკრაინელებიც დიდი ფულის „მოტეხვაში" ამხელენ!
კვირა არ გავა, რომ სააკაშვილსა და უკრაინაში დესანტირებული მისი ბანდის მეცადინეობით, რომელიმე მაღალჩინოსნის ტელედაპატიმრება არ მოხდეს!
„ასავალ-დასავალი" უკვე წერდა, რომ 25 მარტს უკრაინის მთავრობის სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სპეცრაზმელებმა ხელბორკილი დაადეს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი ბოჩკოვსკის...
7 აპრილს, ხარება დღეს, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, დონეცკის ოლქის ახალი პროკურორის წარდგენისას, ტელეკამერების წინ უკვე ქალაქ კრამატორსკის პროკურორი ანდრეი სუხონინი და მისი ორი მოადგილე დააკავეს!
აღსანიშნავია, რომ „ანტიკორუფციულ სპეცოპერაციას" პირადად, უკრაინის გენპროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძეც ესწრებოდა!
ჰოდა, კოლეგა პროკურორების ტელედაპატიმრებით აჟიტირებულმა ადეიშვილის საყვარელიძემ ჟურნალისტებს ამაყად განუცხადა:
„როდესაც ჩვენ წმენდაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ჩვენს თავსაც და ამაზე არ ვხუმრობთ!"
არადა, ეს სიტყვები შეიძლება, სულ მალე, პირდაპირი მნიშვნელობით სწორედ, უკრაინაში გადაბარგებულ საყვარელიძეს და მისნაირ ნაცებს შემოუბრუნდეთ, თავიანთ ფიურერ სააკაშვილთან ერთად!
დიახ, უკრაინული მედია უკვე განგაშის ზარებს არისხებს და სააკაშვილს „უკრაინის მთავარ რეკეტიორს" უწოდებს!
აი, მაგალითად, რას წერს უკრაინული გამოცემა „სლოვო.ნეტ":
„უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ აამოქმედეს მათ მიერვე შექმნილი გეგმა „გარდატეხა", რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაამტკიცა. გეგმის მიზანია, უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკოსების საჩვენებელი დაკავებები განახორციელონ, რათა მოსახლეობამ დაინახოს, რომ მთავრობა ებრძვის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და წესრიგს ამყარებს ქვეყანაში..."
გამოცემა აღნიშნავს, რომ დასაკავებელ პირთა სია თვით მიხეილ სააკაშვილმა შეადგინა და ამ სიაში მოხვდნენ პირები, ვისგანაც, ზეწოლის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, უკრაინელ ოლიგარქებზე მნიშვნელოვანი კომპრომატების მოძიება...
ჰოდა, სააკაშვილმა, როგორც ჩანს, მიიღო ეს კომპრომატები და, გამოცემის მტკიცებით, შანტაჟით, „გაგატელევიზორებთო", დიდძალ ფულს სძალავს ოლიგარქებს!
უკრაინული მედია კონკრეტულ მაგალითსაც ასახელებს.
„სამართალდამცავი ორგანოების კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, თუ როგორ ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ქონების მართვის ყოფილი მინისტრისგან მიხეილ ჩეჩეტოვისგან მიეღო ჩვენება ცნობილი უკრაინელი ოლიგარქების - რენატ ახმეტოვისა და იგორ კოლომოისკის წინააღმდეგ... ვარაუდობენ, რომ ჩეჩეტოვი სწორედ ამ მიზეზით გადმოხტა მე-17 სართულიდან და თავი მოიკლა!.."
61 წლის მიხეილ ჩეჩეტოვმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, ასეთი შინაარსის წერილი დაწერა:
„ცხოვრების გასაგრძელებლად მორალური ძალა აღარ გამაჩნია. მე მივდივარ. ვფიქრობ, ასე ყველასთვის უკეთესი იქნება, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის".
მოკლედ, სააკაშვილი უკრაინას არა მხოლოდ „რეფორმებით" ანადგურებს, არამედ მიქაელ გაბრიელივით, სიკვდილის ცელითაც დაიარება და საკუთარ გზაზე გვამებს ტოვებს!
რომ აღარაფერი ვთქვათ ნაცბანდის მიერ უკრაინის ძარცვა-დაყაჩაღებაზე!
დიახ, სააკაშვილი, საქართველოში განხორციელებული უზარმაზარი ექსპროპიაციისა არ იყოს, უკრაინაშიც დიდი ფულის შოვნას აპირებს!
მაგრამ, ერთიც არის:
სააკაშვილი ისეა გაღორებული, რომ მას, ადრე თუ გვიან, უკრაინის მთლად „მთავარ მაფიოზთან" და „ნომერ პირველ რეკეტიორთან" - პეტრო პოროშენკოს ბიზნეს-ინტერესებთან მოუწევს შეჯახება!
და ვინძლო, ამჯერად, უკვე უკრაინის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში გვაყურებინოს სააკაშვილისა და ადეიშვილის საყვარელიძის აცახცახებულ ხელებზე ხელბორკილების დადების საზეიმო ცერემონიალი!
გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი"