ხშირად ხდება ისე, რომ მომხმარებელს YouTube-ზე ნანახი რგოლი ძალიან მოსწონს და არ იცის, როგორ გადმოიწეროს ის საკუთარ კომპიუტერში.
ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხერხს, თუ როგორ უნდა გადმოწეროთ ვიდეო YouTube-დან.
1. თუ გაქვთ სასურველი ვიდეოს ბმული, მაშინ სიტყვა youtube-ის წინ ss დაწერეთ და Enter-ს დააჭირეთ. ამის შემდეგ გადახვალთ საიტზე, სადაც სასურველი ვიდეოს გადმოწერა სხვადასხვა ფორმატში შეგეძლებათ (www.youtube.com/-www.ssyoutube.com).
2. Internet Explorer-სთვის, FireFox-ისა და Opera-სთვის შეგიძლიათ, ჩვეულებრივად დაანსტალიროთ მოდული, რომლის დახმარებით ვიდეოს YouTube-დან უპრობლემოდ ჩამოწერთ.
3. შეგიძლიათ, გამოიყენოთ სერვისი YouTube Downloader-ი.
4. KeepVid.com-ის გამოყენებით YouTube-ის გარდა, სხვა საიტებიდანაც შეძლებთ ვიდეოს ჩამოწერას. გადმოტვირთვისთვის მითითებულ ადგილას სასურველი ბმული უნდა ჩასვათ.
5. სერვისი KCoolOnline.com საშუალებას იძლევა ვიდეო 288 რესურსიდან ჩამოწეროთ.
(წყარო: adami.ge)