reportiori.ge - ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულ ლიპარტელიანს ერთი წელი შეუფარდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:49
სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულ ლიპარტელიანს ერთი წელი შეუფარდეს
17 ოქტომბერი, 2013. 18:38

2013 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ მაიზერ ლიპარტელიანის მიმართ. მას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი სიყალბის ორგანიზება და სხვა პირადი მოტივით მოწმის მიერ, არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა.


საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის 26 ნოემბერსა და 14 დეკემბერს, . ლიპარტელიანი მოწმის სახით დაიკითხა ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის სს საქმეზე და განაცხადა, რომ  ავტომატური ან სხვა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მას მკვლელობის ადგილზე არ შეუნიშნავს. თუმცა, 2013 წლის 21-22 და 25 თებერვალს, მოწმის სახით მიცემულ ჩვენებებში, ასევე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ პატრულის თანამშრომლების ხელში დაინახა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და  რევოლვერი, რაც მათივე განმარტებით, აწ გარდაცვლილი . რობაქიძის მეგობრებს აღმოაჩნდათ დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში. 


მასვე, ბრალად ედებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ატაშეს - . ჯანჯღავას ადმნისტრაციული წესით უკანონო დაკავებისა და დაკავების შესახებ ყალბი დოკუმენტების შედგენის ორგანიზება. 


თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად მაიზერ ლიპარტელიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განზრახ უკანონო დაკავების  და სამსახურებრივი სიყალბის ორგანიზების ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა. ხოლო, სხვა პირადი მოტივით მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებასთან მიმართებაში,  საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე გამოკვლეული  მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადგინდა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის პირადი მოტივი და საბოლოოდ, პირის მსჯავრდება მოხდა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლისათვის, რაც გამოიხატა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაში.


მაიზერ ლიპარტელიანს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016