ბესლან მარგოშვილი საქართველოში დაბრუნდა. მისი თქმით, იგი სირიაში არ გადასულა და ამ დროის მანძილზე თურქეთში იმყოფებოდა.
სამი თვის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა სირიაში წასლვლას უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სამშობლოში კონკრეტული მისიით დაბრუნდა, მან სირიაში უკვე სხვა თანატოლებიც უნდა გადაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პანკისიდან, სოფელ დუისიდან ორი მოზარდი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში წავიდნენ.
18 წლის რამზან ბაღაკაშვილი დედას რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა და უთხრა, რომ სირიაში იგი საფრთხის ქვეშ არ არის და საქართველოში ცოტა ხანში დაბრუნდება. მისი განცხადებით მუსლიმ კუშტანაშვილს ჩამოსვლა სურს.
ახალგაზრდების ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ სირიაში წასულები ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში არიან.
დღეს დუისში 18 წლის ბესლან მარგოშვილი დაბრუნდა, მას მედიასთან საუბარი არ სურს.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)