reportiori.ge - ბესლან მარგოშვილი საქართველოში დაბრუნდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:16
რეგიონები
ბესლან მარგოშვილი საქართველოში დაბრუნდა
ავტორი:
13 აპრილი, 2015. 22:05


ბესლან მარგოშვილი საქართველოში დაბრუნდა. მისი თქმით, იგი სირიაში არ გადასულა და ამ დროის მანძილზე თურქეთში იმყოფებოდა.


სამი თვის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა სირიაში წასლვლას უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სამშობლოში კონკრეტული მისიით დაბრუნდა, მან სირიაში უკვე სხვა თანატოლებიც უნდა გადაიყვანოს.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პანკისიდან, სოფელ დუისიდან  ორი მოზარდი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში წავიდნენ.


18 წლის რამზან ბაღაკაშვილი დედას რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა და უთხრა, რომ სირიაში იგი საფრთხის ქვეშ არ არის და საქართველოში ცოტა ხანში დაბრუნდება. მისი განცხადებით მუსლიმ კუშტანაშვილს ჩამოსვლა სურს.


ახალგაზრდების ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ სირიაში წასულები ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში არიან.

დღეს დუისში 18 წლის ბესლან მარგოშვილი დაბრუნდა, მას მედიასთან საუბარი არ სურს.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016