reportiori.ge - ფრაზები, რომლებიც თქვენს შვილებს აუცილებლად უნდა უთხრათ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 14:26
სხვადასხვა
ფრაზები, რომლებიც თქვენს შვილებს აუცილებლად უნდა უთხრათ...
ავტორი:
14 აპრილი, 2015. 00:42


არსებობენ მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შვილისთვის სტიმულის მისაცემად მხოლოდ ეს სიტყვებია საკმარისი : „ყოჩაღ, კარგია". ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, რადგან ისე უნდა მოექცეთ შვილს, რომ თქვენი თითოეული საქციელიდან გამომდინარე ის ხვდებოდეს, რომ თქვენ მას ენდობით, გჯერათ და რა თქმა უნდა გიყვართ.



რუსმა ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგმა ეკატერინა კესმა გადაწყვიტა იმ ფრაზების ჩამონათვალი შეედგინა, რომელიც აუცილებელია ბავშვმა მშობლისაგან მოისმინოს. ეს საჭიროა როგორც ბავშვის სწორი განვითარებისთვის, ასევე შვილისა და მშობლის კარგი ურთიერთობისათვის.



დაარწმუნეთ საკუთარ თავში:


„მე შენ გენდობი";

„მე შენი მჯერა";

„ეს მარტივი არ არის, მაგრამ შენ აუცილებლად გამოგივა";

„შენ ყველაფერს სწორად აკეთებ";

„ყველაფერი სწორად გესმის";

„ეს როგორ შეძელი?";

„მასწავლე, როგორ შეძელი ამის გაკეთება";

„შენ ეს ჩემზე უკეთესად გამოგდის";



გაამახვილეთ ყურადღება ძალისხმევასა და შრომისმოყვარეობაზე:


„მე ვხედავ, რომ შენ ამაში დიდი შრომა ჩადე";

„მე ვხედავ, შენ რომ ძალიან ცდილობ";

„რამდენი იშრომე ამის გამოდა ხედავ რა კარგად გამოგივიდა?";

„ძალიან მაგარი გამოვა";

„წარმომიდგენია რამდენი იშრომე ამის მისაღწევად";

„ალბათ ბევრი იფიქრე, რომ ასეთი შედეგი მიგეღო";

„შენი შრომით საუკეთესო შედეგებს აღწევ".




გადაუხადეთ მადლობა დროის ერთად გატარებისთვის:


„მე ძალიან ვაფასებ იმ დროს, რასაც შენ ჩემთან ერთად ატარებ";

„მოუთმენლად ველი, როდის ვითამაშებთ ისევ";

„შენთან ერთად ყოფნა ძალიან საინტერესოა";

„ძალიან მომეწონა, როგორც ვითამაშეთ";

„მიხარია, რომ სახლში ხარ";




დაეხმარეთ საკუთარი შედეგების შეფასებაში:


„რას ფიქრობ ამის შესახებ?";

„წარმომიდგენია, როგორი სასიამოვნოა ეს შენთვის";

„ყველაზე მეტად რა მოგწონს ამაში?";

„და შენ როგორ ფიქრობ?";

„გამოვიდა ისე, როგორც შენ გსურდა?".




გადაუხადეთ მადლობა დახმარებისთვის:


„დიდი მადლობა, რომ ამ საქმეზე დამეხმარე";

„მადლობა იმისთვის, რაც შენ გააკეთე";

„ეს ჩემთვის ძალიან დიდი დახმარება იყო";

„რა კარგად დამეხმარე";

„შენი წყალობით ძალიან მალე დავამთავრე";



აღნიშნეთ, რასაც დაინახავთ:


„რა კარგად დაგილაგებია ოთახი";

„რა კარგი ფერის საღებავებს იყენებ ხატვის დროს";

„ვხედავ, რომ ძალიან ცდილობ";

„რა კარგად აგილაგებია მაგიდა".



გადმოეცით რასაც გრძნობთ:


„ძალიან მიყვარს შენთან ერთად მეცადინეობა და თამაში";

„ბედნიერი ვარ, როდესაც სახლში გხედავ";

„ვგრძნობ, რომ მე და შენ კარგი მეგობრები ვართ";

„ძალიან მიყვარს, როდესაც ასე ლაპარაკობ";

„როგორ მიხარია, ჩვენთან ერთად რომ ატარებ დროს";

„მე ძალიან მსიამოვნებს, როდესაც მეხმარები";



intermedia.ge


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016