„შვილო, ქართულად ილაპარაკე თუ რუსული არ იცი. შემრცხვა!",- ასეთი სათაურით მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ შეაფასა ვიდეოსიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანია TCN-მა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის ოჯახზე საქართველოში გადაიღო.
„გასაგებია, ბევრი ახლაგაზრდა ვერ საუბრობს რუსულად, სამაგიეროდ ხუთ სხვა ენაზე საუბრობენ. მაგრამ როცა იქ ბიზნესი გაქვს და ურთიერთობა იქაურებთან, სჯობს ისწავლო, ან თარჯიმანი გყავდეს. მგონი არ უნდა გაუჭირდეს პატარა გოგოს ეს.
ნეტა საერთოდ არ მენახა ჯობდა. ვერ გავძელი რომ არ დამედო. ერთი მაგარი მასწავლებელი მინდა ვურჩიო ჟანეტა ვარძელაშვილი - რუსული გადაღეჭილი ექნება. მუშაობაა ბაბა საჭირო, საკუთარ თავზე მუშაობა. როცა იცის, რომ ასე ჯახირობს, ხმა არ უნდა ამოიღოს! თარჯმანი დაიქირაოს, ნახევარი „ტუფლის" ფულიც არ დაუჯდება",-წერს ფარულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
რამდენიმე წუთის წინ ფარულავას გვერდზე აღნიშნული ინფორმაცია გაქრა.