reportiori.ge - 14 აპრილს 60-იანი წლების ულამაზესი ქალის - მედიკო მებურიშვილის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:45
კულტურა
14 აპრილს 60-იანი წლების ულამაზესი ქალის - მედიკო მებურიშვილის დაბადების დღეა
ავტორი:
14 აპრილი, 2015. 14:04



1960-იანი წლების თბილისს ახსოვს მედიკო მებურიშვილი - ულამაზესი ქალი. დღეს, 14 აპრილს, მისი დაბადების დღეა. მედიკო მებურიშვილი დღეს 68 წლის გახდებოდა.


მედიკო მებურიშვილი სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. უკრავდა როიალზე, განსაკუთრებით თანამედროვე კომპოზიციებს...


მედიკო მებურიშვილმა პირველმა შეიღება წითლად თმა თბილისში. უყვარდათ მაშინდელ ცნობილ თბილისელ ბიჭებს, ცნობილი ოჯახებიდან...


იმ თაობას ახსოვს რუსთაველზე მოსეირნე წყვილი, ორი ულამაზესი ადამიანი - მედიკო მებურიშვილი და მერაბ გიგინეიშვილი. მერაბი თბილისის „დინამოს" საფეხბურთო კლუბში თამაშობდა კახი ასათიანთან ერთად. მედიკო და მერაბი ძალიან ხშირად ერთად დადიოდნენ რუსთაველზე... მათი შემხედვარე, ხალხი ჩერდებოდა.

 

მედიკო მებურიშვილის მამა, შალვა მებურიშვილი გამომცემლობაში მუშაობდა, სტამბის  დირექტორი იყო. დედა, ვენერა ნიჟარაძე, ექიმი გახლდათ. მათ ოჯახში იკრიბებოდნენ იმ დროისათვის ცნობილი პიროვნებები, ეს იყო ძალიან სტუმრიანი ოჯახი. ცხოვრობდნენ ზემელზე, მაშინ პაპანინის, დღეს უკვე სარაჯიშვილის ქუჩაზე. მათ მეზობლად, პირველ სართულზე ცხოვრობდა რუსული ენის მასწავლებელი ნინა უჩანეიშვილი, რომელიც 53- სკოლაში ასწავლიდა. მედიკო 1 სკოლიდან 53-ში გადაიყვანეს სასწავლებლად, იმიტომ, რომ ნინა მასწავლებელს გააყოლებდნენ და სკოლიდანაც ნინა მასწავლებელთან ერთად დაბრუნდებოდა სახლში.


მედიკო მებურიშვილის კლასელი, ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე იხსენებს:


მედიკოს ქცევები, რაც ჩვენთვის მისაღები იყო, ეტყობა, ვიღაცისთვის მიუღებელი იყო, უფრო სწორად, მაშინდელი ნომენკლატურისთვის, ამიტომ რაღაცის ეშინოდა. თუ გავიდოდა, ოჯახის წევრთან ან რომელიმე მეგობართან ერთად. რომ აღარ გამოჩნდა ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, დავრეკე მასთან სახლში. დედამისმა მიპასუხა აღელვებული ხმით - მედიკო ახლახან გაიყვანეს სახლიდანო. ვინ გაიყვანა-მეთქი? მეგობარმა გოგომო. მაშინვე გადავრეკე ბიჭებთან და წავედით საძებნელად იმ ადგილებში, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბოლოს ვიღაცამ თქვა: ბიჭოთერთმეტსართულიანის ლიფტში ვიღაც ნახესდაბრედილიო". ჩავედით თერთმეტსართულიანთან, ხალხი მოგროვილიყო, მილიცია იდგა.

დარწმუნებული ვარ,  მედიკო  მოკლეს. იმასაც  ამბობენ, რომ იმ დროს მასთან ერთად იყო მისი დაქალი იზა გოცაძე, ორივემ გაიკეთეს და ამას ჰაერი შეეპარა წამალშიო. რა შუაშია იზა გოცაძე ან სად იყო ამდენი საშუალება წამლის? ეს ის პერიოდია, როდესაც ახალი შემოსულიაპლანი" და მსგავსი რაღაცეები. მაშინ ყველა მაიმუნობდა, „ბალოვალის", გესმით? მე არ ვამბობ იმას, რომ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო ნარკომანობა. კი, იყვნენ ნარკომანებიც, როგორ არ იყვნენ, მაგრამ უფრო წინა თაობაში. პროზექტურაში გვითხრეს, რომ თავში ჰქონდა ჩარტყმული. როგორც ჩანს, ჯერ თავში ჩაარტყეს და მერე გაუკეთეს. მედიკო ნარკომანი არ ყოფილა. ხომ არ გგონიათ, მაშინ კარგი გოგოები არ დადიოდნენ, ძალიან ბევრი დადიოდა, მაგრამ მედიკო სულ სხვა იყო, იმდენად სხვა, რომ პროზექტურაში ექიმებმა თქვეს - მსგავსი სილამაზე არ გვინახავს, თეთრი მარმარილოსგან ჩამოთლილს ჰგავსო".


მედიკოს სიკვდილმა შეძრა მთელი ქალაქი... დასაფლავებაზე ზღვა ხალხი მოვიდა. სასტუმრო "ივერიის" წინ მოედანი ვერ იტევდა მოზღავებულ ხალხს. ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებული იყო.


სასტუმრო "ივერია" ახალი აშენებული იყო, და უცხოელები გაშტერებულები გადმოჰყურებდნენ აივნებიდან. იღებდნენ ფოტოებს.


იმ საღამოს "ამერიკის ხმის" რადიოთი გადმოსცეს კომენტარები თბილისში, არნახულ ხალხმრავლობაზე ვიღაც ლამაზი ქართველი ახალგაზრდა ქალბატონის დარძალვაზე....


 

მედიკო 1968 წლის 14 აპრილს 21 წლის უნდა გამხდარიყო. 10 აპრილს დაკრძალეს  საბურთალოს სასაფლაოზე თეთრ სამოსში ჩაცმული, თეთრი სასახლით...  

 

 

 

 

 

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016