reportiori.ge - 1811-1906 წლებში რუსეთმა საქართველოში 800 ეკლესია და 15 მონასტერი დახურა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:13
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
1811-1906 წლებში რუსეთმა საქართველოში 800 ეკლესია და 15 მონასტერი დახურა
ავტორი:
14 აპრილი, 2015. 19:11




ამ დღეებში საქართველოს ეროვნული არქივის საზოგადეობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, ქალბატონმა თეა ქიმერიძემ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ გამართული სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მონაწილეთა ფოტო გამოგვიგზავნა. ფოტოზე გამოსახულნი არიან: კათალიკოს-პატრიარქი კირიონი (საძაგლიშვილი); მიტროპოლიტი ლეონიდე ოქროპირიძე, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, არქიმანდრიტი დოროთეოს ბერძენიშვილი და სხვა სასულიერო თუ საერო პირები.

 

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ, რაც იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ტახტიდან ჩამოაგდეს, ერთ თვესაც არ გაევლო, რომ 1917 წლის 25 მარტს ქართველი ერის ცხოვრებაში მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი – 1811-1814 წლებში რუსეთის მიერ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა. 1917 წლის სექტემბერში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად აირჩიეს კირიონ მეორე, რომელიც ქვეყნის დაუძინებელმა მტრებმა მარტყოფის მონასტერში ვერაგულად გამოასალმეს სიცოცხლეს.

 

რუსეთის იმპერიამ 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფოს დამოუკიდებლობა რომ მოსპო, მერე სვეტიცხოველისა და ლიხთ-იმერეთის საპატრიარქო ტახტს მიაპყრო მზერა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ეკლესიას არცერთი სხვა დამპყრობელი ისე ვერაგულად და აგდებით არ მოქცევია, როგორც მართლმადიდებელი რუსეთის იმპერია. ასე, მაგალითად, საქართველოში იმპერატორ ნიკოლოზ პირველის (1825-1855) ჩამოსვლის წინ, ეგზარქოსმა ევგენიმ ე.წ. „სანიტარული წესრიგის“ საბაბით კირით შეათეთრებინა და შეაღებინა სვეტიცხოვლის, ალავერდისა და ერთაწმინდის ფრესკები, ხოლო ეგზარქოსმა პავლემ, რომელმაც ქართველი ერი დაწყევლა, გაძარცვა ხახულის ღვთისმშობლის ხატი და მიიტაცა აურაცხელი ოქროსა და ვერცხლის ხატები.

 

ტიპიურია ცნობილი რუსი საეკლესიო მოღვაწის, ამიერკავკასიაში რუსეთის იმპერიის საეკლესიო და საერო სკოლების ზედამხედველის ივან ივანეს ძე ვოსტორგოვის (1864-1918) ცნობილი გამოთქმა – „საქართველოს ეგზარქოსს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ახსოვდეს, რომ ის ვალდებულია, მთელი თავისი ენერგია მოახმაროს ქართველთა გარუსების საქმეს რელიგიურ საფუძველზე“.

 

ვოსტორგოვი ქართული ენის აკრძალვას მოითხოვდა!

 

2000 წელს რუსეთის ეკლესიამ ძაღლთაპირი ივან ივანეს ძე ვოსტორგოვი წმინდანად შერაცხა!

 

საინტერესოა, იმ ავადმყოფებსაც თუ შერაცხავენ ოდესმე წმინდანებად, რომლებიც ჭკუაშერყეული სააკაშვილის პარლამენტში ყირაზე გადადიოდნენ და საქართველოს მოსახლეობას უმტკიცებდნენ, – უცხოური ფილმები ინგლისურ ენაზე უნდა ვუჩვენოთ მოსახლეობასო!.. აღარაფერს ვამბობთ იმის შესახებ, რომ გიგი თევზაძე – „ილიაუნის“ ყოფილი რექტორი პირდაპირ ითხოვდა – საქართველოში განათლება ინგლისურ ენაზე შემოვიღოთო!

 

სამწუხაროდ და საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ 1811-1814 წლებში მომხდარი საშინელი კატასტროფის – ავტოკეფალიის გაუქმების საფუძველები, 1783 წლის 24 ივლისს ხელმოწერილ გეორგიევსკის ტრაქტატში უნდა ვეძებოთ. ტრაქტატის მე-8 მუხლში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს რუსეთის მღვდელმთავრებს შორის, ტობოლსკის ეპარქიის მმართველის შემდეგ, მერვე ადგილი უნდა დაეკავებინა, რაც თავისთავად უკვე შეზღუდვაა.

 

რუსი მთავარმართებლები გველაძუობდნენ – თავისუფალ ეპარქიაში კათალიკოს-პატრიარქ ანტონ მეორეს ახალი მწყემსმთავრის არჩევის უფლებას არ აძლევდნენ და  ეპარქიებს ერთმანეთს უერთებდნენ. ასე, მაგალითად, 1804 წლის გარუსებული ქართული კონდოტიერი – პავლე ციციანოვი იმპერატორ ალექსანდრე პირველს სიხარულით სწერდა – „სამი ეპარქია გავაუქმე და სამი კიდევ დამრჩაო!..“

 

საშინელია ის სტატისტიკა, რომელიც ავტოკეფალიაგაუქმებულ ქვეყანაში რუს მოხელეებსა და ეგზარქოსებს უმძიმეს დანაშაულებსა და ღვთის გმობაში ამხელს. კერძოდ, 1811-1906 წლებში რუსეთმა საქართველოში დახურა 800 ეკლესია და 15 მონასტერი, 29 ეპარქიის ნაცვლად, დატოვეს 5 ეპარქია, გაიტაცეს საეკლესიო განძი და საქართველოს ეკლესიას ოფიციალურად ჩამოართვეს 220 მილიონ მანეთზე მეტი ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.

 

ასეთი საშინელი რეპრესიისა და უბედურების მიუხედავად, საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესია კვლავაც ფეხზე დგას ქვეყნის მშველელად და შემწედ!

 

მადლობა ქალბატონ თეა ქიმერიძეს, რომ თავისი გზავნილით ქართველთათვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი სანიშანსვეტო თარიღი – ავტოკეფალიის აღდგენის დღე გაგვიცოცხლა!

 

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი“

 

 

ფოტოზე პირველ რიგში, მარცხნიდან მეოთხე: დეკანოზი ე. ვეფხვაძე, მეორე რიგში, მარცხნიდან მეორე: მღვდელი ზოსიმე ნემსიწვერიძე; მეოთხე: მღვდელი გიორგი კალანდარიშვილი; მეხუთე: დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე; მეექვსე: ეპისკოპოსი პიროსი ოქროპირიძე, მეშვიდე: მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე; მერვე: კათალიკოს-პატრიარქი კირიონი (საძაგლიშვილი); მეცხრე: მიტროპოლიტი ლეონიდე ოქროპირიძე; მეათე: არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია; მეთერთმეტე: არქიმანდრიტი დოსითეოს ბერძენიშვილი; მეთორმეტე: არქიმანდრიტი დიმიტრი; მეცამეტე: არქიმანდრიტი იოანე ქარსელაძე; მეთოთხმეტე: არქიმანდრიტი გერმანე იაშვილი; მეთხუთმეტე: ხუცეს მონაზონი ეპიფანე. მესამე რიგში, მარცხნიდან მეხუთე: დეკანოზი იოანე ლუკაშვილი; მეშვიდე: ივანე პურადაშვილი; მეოცე: მღვდელი პ. ებანოიძე. მეოთხე რიგში, მარცხნიდან მეშვიდე დეკანოზი ზაქარია ლუკაშვილი; მეთოთხმეტე: მღვდელი სიკო კახეთელიძე.



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016