რეგიონები
პანკისელი უხუცესები სირიაში ახალგაზრდების გადაყვანის თაობაზე განცხადებას ავრცელებენ
14 აპრილი, 2015. 23:42
სპეციალური განცხადებით, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას მიმართავს და დახმარებას ითხოვს.
„პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობის უხუცესთა სათემო კავშირი გმობს სირიაში არასრულწლოვანი ახალგაზრდების საომრად გაგზავნას. ჩვენი ძალებით არ შეგვიძლია, აღვკვეთოთ ეს არანორმალური მოვლენა. გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ უნდა მივმართოთ ძალოვან სტრუქტურებს, ხელისუფლებას, პარლამენტს, გაგვიწიოს დახმარება არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების და ახალგაზრდების სახლში დასაბრუნებლად და იმ პირების გამოსავლენად, რომლებმაც დააფინანსეს, პროპაგანდა გაუწიეს და დაეხმარნენ. უკანონოდ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაში ხელი შეუწყვეს," - ნათქვამია განცხადებაში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57