ფსიქიატრიულად დაავადებული ადამიანების ისტორიები ყოველთვის ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო საინტერესოა ისეთი ადამიანების ისტორიები, რომლებსაც ე.წ გაორება აქვთ - ორი ადამიანი ერთ სხეულში. ჩვენც გვიყვარს ასეთი ისტორიების მოსმენა. პირველ რიგში, თავს უფრო ნორმალურ ადამიანებად ვგრძნობთ და მეორე, როგოღც კანტი იტყოდა, არაფერია ქვეყნად იმაზე საინტერესო, ვიდრე ვარსკვლავები ცაზე და უცნაურობები ადამიანის ტვინში.
დარღვეული ცნობიერებისა და ტვინის შესწავლით, მეცნიერები სწავლობენ, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ის სინამდვილეში. თავდაპირველად, სწორედ ფსიქიატრიამ შექმნა ის დიდი საფუძველი, რომლის დახმარებითაც ჩამოყალიბდა სხვადასხვა მეცნიერება, იქნება ეს ნეირობიოლოგია, ნეიროფიზიოლოგია, ევოლუციური ფსიქოლოგია თუ სხვა.
ჩვენ შევკრიბეთ 7 საინტერესო ისტორია, რომელშიც აღწერილია ყველაზე უცნაური და იშვიათი ფსიქიატრიული, სულიერი დარღვევები.
1. მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში, გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში იწვა პაციენტი სახელად დიტერ ვაიზე. მისი პრობლემა იყო ის, რომ ვერ აკონტროლებდა თავის სხეულს. ერთადერთი რამ, რაც მის კონტროლს ექვემდებარებოდა, იყო საუბარი და სუნთქვა. რაც შეეხება სხეულს, პაციენტის თქმით, მას ვიღაც პიტერი აკონტროლებდა. გაოცებული ექიმები „პიტერთან" დაახლოებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. სანამ პიტერი ლოგინის ქვეშ იმალებოდა, ექთნებს შეურაცხყოფას აყენებდა, მასტურბირებდა და ა.შ., შეშინებული დიტერი მათ ბოდიშს უხდიდა და პატიებას ითხოვდა. ექიმები უმოწყალოდ ცდილობდნენ დაავადების ახსნას. აზრი ორად გაიყო, ერთნი ამბობდნენ რომ ეს იყო გაორება, მეორენი კი თვლიდნენ, რომ საქმე შიზოფრენიასთან ჰქონდათ. საბოლოოდ, ყველაფერი გაურკვეველი დარჩა. ცოტა ხნით მარტო დატოვებულმა პაციენტმა, 1932 წელს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
2. გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელ ფსიქიარტს, მისტერ ზაკს სთხოვეს ცნობილი მუსიკოსის, კონსერვატორიის პედაგოგის შემოწმება. მისტერ „პ" (ასე მოიხსენიებს ფსიქიატრი პაციენტს) ქალაქში დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. თუმცა, ბოლო დროის განმავლობაში, მისი მეუღლე შეწუხებული იყო მისტერ „პ"-ს უცნაურობებით. საქმე იმაში მდგომარეობდა რომ ყოველთვის, როცა მისტერ „პ" მეუღლეს უახლოვდებოდა, აკეთებდა გარკვეულ ჟესტიკულაციას და ხელის მოძრაობით თავზე არარსებულ ქუდს იხურავდა. ფსიქიატრი დაინტერესდა ამ შემთხვევით, ის ყოველდღე ხვდებოდა პაციენტს და სხვადასხვა თემებზე ესაუბრებოდა. გაირკვა, რომ მისტერ „პ" საერთოდ ვერ არჩევდა ერთმანეთისაგან სულიერ და უსულო საგნებს, განსაკუთრებით კი, ვერ ხედავდა ადამიანის სახეს. შესაბამისად, არ იყო გასაკვირი ის, რომ თავის მეუღლეს პაციენტი ქუდად აღიქვამდა. მას ჰქონდა შესანიშნავი სმენა, რისი დახმარებითაც ურთიერთობდა ადამიანებთან. მიუხედავად არეული და ბუნდოვანი ხატებისა, მისტერ „პ"-მ შეძლო ურთიერთობების დამყარება გარშემომყოფებთან და გახდა სოციალურად წარმატებული ადამიანი.
3. აუტიზმი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი დაავადებაა. მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ აუტისტებს აქვთ საერთო და ასევე რადიკალურად განსხვავებული თვისებები. მაგალითად, თუ რომელიმე პაციენტი, რომელიც ამ სიპტომითაა დაავადებული, ხასიათდება აგრესიით, მეორე შეიძლება ძალიან მშვიდი და წყნარი იყოს. 19 წლის აიგენა ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს შორის. ყოველთვის, როცა რაღაც არ მოეწონება, ის იღებს გარკვეულ პოზას და არ იცვლის მას. მაშინაც კი, თუ პოზა შეუფერებელია და სხეულის წონასწორობა ირღვევა, ის ვარდება ქვემოთ ისე, რომ არ იცვლის პოზას. სხეულის მოდუნებისა და აიგენას პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის, საჭირო იყო მისი ბნელ ოთახში შეყვანა და დედის მზრუნველი ხმით ზღაპრების წაკითხვა.
4. ალკოჰოლიკი ტომსონი ზემოხსენებული ფსიქიატრის, ზაკის პაციენტი იყო. მართალია არავის აყენებდა ზიანს, მაგრამ დაკარგული ჰქონდა მეხსიერება და შესაბამისად, არ ახსოვდა, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. ამასთანავე, აღსანიშნავია ის, რომ ყოველთვის, როცა არ ეძინა, ელაპარაკებოდა არარსებულ კლიენტებს და მათ გარკვეულ პროდუქტს სთავაზობდა. მისი მეხსიერება რამდენიმე წამს შეადგენდა და ყოველ 5 წუთში ექიმი ზაკი მისთვის სრულიად ახალი კლიენტი იყო, რომელსაც ჩვეულებისამებრ სთავაზობდა ძეხვს, მაკარონს, წყალს, პურს და სხვა პროდუქტს.
5. ბულგარელმა ექიმმა, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, აღწერა ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც აწუხებდა ჰალუციანციები. თვეების განმავლობაში, ის ვერ იძინებდა და ცდილობდა საავადმყოფოდან გასვლას, რათა მარსზე გამგზავრებულიყო. ექიმი აღნიშნავს, რომ ამ თვეების მანძილზე პაციენტი მნიშვნელოვანად იცვლებოდა. ზოგჯერ იყო ჩუმი, ზრდილობიანი და საუბრობდა ზოგადსაკაცობრიო თემებზე, მეორე დღეს კი ხდებოდა აგრესიული, საერთოდ არ ლაპარაკობდა და გაქცევას ცდილობდა. პაციენტი იწყებდა იმ ცხოვრების აღწერას, რომელიც მას მარსზე ელოდა. მაგრამ საოცარი იყო ის რომ, ერთი, ორი თუ სამი თვის შემდეგაც ზუსტად ერთსა და იმავეს იმეორებდა და არაფერი ეშლებოდა. თუ თავდაპირველად ნათქვამი ჰქონდა, რომ მარსზე სასახლე მწვანე ქვებისგან იყო ნაშენები, სამი თვის შემდეგ დასმულ კითხვებზე იგივე პასუხს იძლეოდა. დღესდღეობით, ცნობილია, რომ ჰალუცინაციების მქონე ადამიანები ამას იმდენად რეალურად აღიქვამენ, რომ თითქმის არ ავიწყდებათ არცერთი დეტალი, რაც მათ წარმოსახვას უკავშირდება.
6. 33 წლის ანტონმა თავის ტვინის დაზიანება მიიღო. ავარიის შემდეგ, ანტონს ავიწყდება სიტყვები და მათი მნიშვნელობები. შესაბამისად, ძალიან უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან ისინი საუბრობენ მისთვის გაურკვეველ ენაზე. მას ახსოვს ყველაფერი და აზროვნების უნარიც აქვს, მაგრამ უჭირს
კითხვა და ლაპარაკი, ერთმანეთში ურევს ასოებს და სიტყვებს ამახინჯებს. ლოგოპედებისა და ნერვოპათოლოგების რწმუნებით, კიდევ არის იმედი, რომ ანტონი დაუბრუნდება პირვანდელ ცხოვრებას.
7. გერმანელი ფსიქიატრი ლურცი თვლის, რომ განკურნება ესაჭიროება მხოლოდ მას, ვინც იტანჯება თავისი დაავადებით. მისი პაციენტი იყო შიზოფრენიკი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის იყო ყოველთვის ბედნიერი, მაშინაც კი, როცა სასიხარული არაფერი ჰქონდა. ამასთანავე, პაციენტს აღენიშნებოდა ტვინის სიმსივნის სიმპტომები. გოგონა ყოველთვის ბედნიერი იყო. მას არ ახსოვოდა საცხოვრებელი ადგილი, მშობლების ვინაობა, მეგობრების სახელები, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო. ექიმის თქმით, გოგონა დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა და მკვდარ სხეულში არაფერია დარჩენილი, გარდა იუმორისა და უაზრო ბედნიერებისა.
http://lady.mcvane.ge/main/sasiyvarulo/other_sms/26576-7-.html