reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ნუკრიანში განთავსებული „დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო რადარი დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:59
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ნუკრიანში განთავსებული „დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო რადარი დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)
15 აპრილი, 2015. 15:29



დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ნუკრიანში განთავსებული დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო რადარი დაათვალიერა. კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 80-90 პროცენტით შემცირდება.



სეტყვის საწინააღმდეგო ავტომატიზებული სისტემის ღირებულება 14 მილიონ ლარს აღემატება. პროექტის ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია - ნუკრიანში, ჭოტორის მთაზე დასრულდა რადარის მშენებლობა, რომლითაც იმართება 83 საცეცხლე წერტილი.


 

ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც იყო ჩვენი ხელისუფლების დაპირება. წლების განმავლობაში, კახეთის რეგიონი ზარალდებოდა უამინდობის გამო და ეს იყო გადაუჭრელი პრობლემა. გლეხს წყალში ეყრებოდა მისი მთელი წლის შრომა. ასევე არ ხდებოდა მოსავლის დაზღვევა. ჩვენ ამ მოწყობილობისთვის უკვე დავხარჯეთ 14 მილიონი ლარი. მისასალმებელია, რომ სსიპ „დელტა" ამ უაღრესად საჭირო და აუცილებელ პროექტს ახორციელებს და დიდი მადლობა ყველას ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დაახლოებით 80-90 პროცენტით შემცირდება ზარალი. ასევე დავიწყეთ მოსავლის დაზღვევის პროგრამა, რაც არის დიდი შეღავათი ფერმერებისთვის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.



სოფელ ნუკრიანში პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან და კახეთის გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016