საქართველოს სახლახო არტისტს, კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დღეს კინოს სახლში მერაბ კოკოჩაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, კინორეჟისორები, საზოგადო მოღვაწეები და კინორეჟისორის მეგობრები დაესწრნენ.
მერაბ კოკოჩაშვილს იუბილე პირადად მიულოცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, რომელიც ღონისძიებაზე თავის მოადგილე მანანა ბერიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა. კინორეჟისორს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი" გადასცა.
საიუბილეო საღამოზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს კადრები ფილმებიდან - „მერაბი ფილმებში" და „მერაბის ფილმები". ამასთან, სტუმრებს გადაეცათ კრებული „კინოხელოვნების ოსტატები", რომელიც მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედებას ეძღვნება.